,,ბიზნესად“ ქცეული ოკუპაცია შიდა ქართლში
პოლიტიკა - 18:52, 26 Oct, 2014     2031
გორის, ქარელის და კასპის რაიონებიდან იმ სოფლებიდან რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრებიან ადგილობრივების გატაცების ფაქტები შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციად არის ქცეული. საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ, მოგვიანებით ცხინვალის დეფქატო ხელისუფლებას გადასცემენ, თვითაღიარებული ხელისუფლება კი მათ პირობოთი საზღვრის დარღვევისთვის 2000 რუსული რუბლით აჯარიმებს. ერთი შეხედვით თანხა დიდი არაა, თუმცა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართული სოფლების მცხოვრებლებს აღნიშნული თანხის გადახდაც უჭირთ. მაგალითად, ბერშუეთის მკვიდრი ბონდო ბერიანიძე შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა სოფლის ტერიტორიიდან გაიტაცეს, ამბობს რომ მას ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია და პირიქით ოკუპანტები სოფლის ტერიტორიაზე თავადვე გადმოვიდნენ. ბერიანიძემ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 დღე გაატარა, იგი „ნიუპოსტთან“ გამოსასყიდის შესახებ არ საუბრობს, თუმცა ბერშუეთის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ რომ ბონდო ბერიანიძის გასათავისუფლებლად ოჯახმა ცხინვალში 2000 რუსული რუბლი გაგზავნა. იმ შემთხვევაში თუ ბერიანიძეს ოკუპანტები კიდევ ერთხელ იგივე ბრალდებით დააკავებენ თანხა იზრდება და 2000-ს ნაცვლად 5000 რუსლი რუბლი გახდება. სწორედ 5000 რუსული რუბლის გადახდა მოუწია ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ვანიშვილებს, ოჯახის უფროსის დათა ვანიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა იმ მოტივით დააკავეს რომ, იგი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოვიდა. ვანიშვილის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. იმ შემთხვევაში თუ ვანიშვილი ცხინვალში მესამეჯერ მოხდება არ არის გამორიცხული მისი გათავისუფლება თანხის მეშვეობითაც ვერ მოხდეს. ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იხდის სასჯელს. აქედან სამი არის ე.წ. გრძელვადიანი პატიმრები და დანარჩენი არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებუკლებული, რომელთა გათავისუფლებასაც შსს უახლოეს მომავალში ვარაუდობს. გატაცებული ქართველების გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს.

,,ნიუპოსტი“ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელს კახა ქემოკლიძეს ესაუბრა.

,,სახელმწიფო, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, თანხის გადახდაში არ ერევა, ამას პირდაპირ ვამბობ და ამისთვის არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი: უპირველესად იმიტომ, რომ თვითონ დაკავების ფაქტები არის აბსოლუტურად უკანონო და ამ უკანონო დაკავების ფაქტების შემდგომ გამოსასყიდის დაწესება დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან და ამის სახელმწიფოს მხრიდან გადახდა ნიშნავს ამ პროცესის ლეგალიზებას, ეს არის ის რკინისებური არგუმენტი, რის გამოც სახელწმიფო არ და ვერ ჩაერევა არასოდეს ამ უკანონო გადასახადების გადახდაში. გარდა ამისა, სახელმწიფო უყურებს სტრატეგიული თვალსაზრისითაც, იმ შემთხვევაში თუ ერთხელ მაინც რომელიმე სტრტუქტურამ გადაიხადა, ჩათვალეთ რომ დაკავებების რაოდენობა გაიზრდება გეომეტრიული პროგრესით და სწორედაც რომ ბიზნესის წყაროდ იქცევა, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ ადამიანებს დააკავებენ და სახელმწიფო მათ გადაუხიდს ფულს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ უკანონო დაკავევბებზე, კახა ქემოკლიძე განმარტავს, რომ შსს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არის ის ორგანო, რომელიც პირდაპირ არის ჩართული და ფაქტიურად წამყვანი სახელმწიფო სტრუქტურაა ცნობილი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე, რომელიც იმართება ერგნეთში და რომელიც იმართებოდა გალში. ,,სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს აქვს გამოყოფილი შტატი, როემლსაც ჰქვია მეკავშირის ხაზი, ეს სამეკავშირეო ხაზი პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან და ისინი, თავის მხრივ, კავშირში არიან დეფაქტო ცხინვალის, დეფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან. როგორც კი ინფორმაცია შემოდის შსს-ში ასეთ მსგავსი ტიპის უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, ავტომატურად სამინისტრო იწყებს რეაგირებას, რომ მოხდეს ამ ადამიანის იდენტიფიცირება გაირკვეს დეტალები, სად არის გადაყვანილი, მოხდეს კომუნიკაცია ოჯახთან, რომ მათ შეძლებისდაგვარად არ ინერვიულონ, და ავტომატურად რამდენიმე დღეში მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება, მაგრამ სამინისტრო ვერ ახერხებს ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, რომ ააცილოს ოჯახებს ამ უკანონო 2000 რუბლის გადახდა, ყოფილა შეთხევევები, როცა ჩვენი და თანათავმჯდომარეების მეშვეობით, მომხდარა ისე რომ გაგვითავსუფლებია ამ უკანონო გადასახადის გარეშე“, - აცხადებს ქემოკლიძე.

მისივე განმარტებით, უკანონო გადასახადი დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან 2011-2012 წლებიდან დაიწყო, თუმცა, როგორც ქემოკლიზე განმარტავს, დეფაქტო რეჟიმმა ამას ,,ლეგალიზებული“ სახე ახლა მისცა.

,,ჩვენ ვადასტურებთ, რომ მანამდეც არსებობდა ე.წ. სტავკები, რომელიც მათ ჰქონდათ დაწესებული, მაგრამ ეს არ იყო მათი მხრიდან ,,ლეგალიზებული“. ახლა უკვე ისინი ხმარობენ ტერმინს, რომ ეს არის დეფაქტო კანონმდებლობაში ჩაწერილი, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანი პიროვენაბ უნდა დაჯარიმდეს 2000 რუბლით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში ისინი საქართველოს ასე უწოდებენ. მანამდე ეს ქაოტურ ხასიათს ატარებდა და ახლა უფრო გარკვეულწილად ე.წ. იურიდიული ძალა შესძინეს“, - აღნიშნავცს ქემოკლიძე.

,,ნიუპოსტთან“ საუბარში შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მსგავსი შემთხვევების დროს გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, გამოსასყიდი თანხის გადახდა არ ხდებოდა ,,არასოდეს ჰქონია ადგილი, რაიმე სახის გამოსასყიდი თანხის გადახდას“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42