,,თვითგამორკვევის გამოცხადება გიორგი ანწუხელიძის შეურაცხყოფაა“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 22:33, 25 Oct, 2014     2334
რუსეთის მიერ აფხაზეთის მორიგ ანექსიის მცდელობასა და პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ,,აფხაზი ერის თვითგამორკვევის“ შეასახებ ისაუბრა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

,,თემა ეხება აფხაზეთს, თემა ეხება საქართველოს ყოფნა-არყოფნას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსდამი სასიცოცხლო გამოწვევებს. საქართველოს ფორმალურმა მთავრობამ, რადგან ჩვენი ვიცით, რომ რეალური მმართველი არის ივანიშვილი, მაგრამ ფორმალური პრემიერი რასაც აცხადებს, ამას აქვს საამრთლებრივი მნიშვნელობა, საქართველოს პოზიციის ძალა და ამიტომ არის ეს განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევი. მან გამოაცხადა რომ თურმე აფხაზები აწარმოებდნენ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის. მინდა ყველას შევახსენო 25 წლის წინ აფხაზი სეპარატისტების ერთმა ნაწილმა ააფრიალა ძალადობრივი დროშა საქართველოსთან გამოყოფის მოთხოვნით.

25 წლის წინ ის დროა, როცა მოკლეს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვოვა ვეკუა სოხუმში, მოკლეს ათობით სხვა ადამიანი და ამ მკველობებიდან თვლის საქართველოს მთავრობა თვითგამორკვევას, როცა შემდეგ რუსეთის აქტიური ჩარევით ათიათასობით ადამიანი შეეწირა და მოხდა ასი ათასობით ადამიანის გამოძევება და საბოლო ჯამში ეს არის 500 ათასი ადამიანი, და არა მარტო ქართველები. 70 ათასი იყო ის ხალხი, ვინც მომხრე იყო ძალადობის.

ბაბუაჩემს დომენტი ალასანიას ჰქონდა სახლი ეშერაში და ეხლა იმ სალხში ზის ვიღაც აფხაზი და ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული და ბაბუაჩემის სახლში ის თვითგამორკვევას აწარმოებს?!

მთელი საღამო ვსაუბრობდი მამა მიქაელ ასათიანთან, რომელიც ძალიან კარგი სასულიერო პირი და მოქალაქეა. ის დაიბადა ოჩამჩირეში, მის სახლში არიან ჩასახელბული ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული ადამიანები და ისინი მამა მიქაელის სახლში თვითგამორკვევას აწარმოებენ?! ფასი ერთი და იგივეა, რასაც გადაიხდის საქართველო, ძალიან ბევრი მმართველი თავისი სიბრიყვით, ბოღმით აკეთებდა რაღაცეებს და შეიძლება შეგნებულად არ უნდოდა, მაგრამ ამით არ იცვლება სიტუაცია.

ჩვენ წლების განმავლობაში დავამკვიდრეთ ტერმინები, თავიდან სეპარატიზმი იყო, შემდეგ ეთნიკური წმენდა, ჩვენ წლები ვიბრძოდით ამისთვის, მივაღწიეთ იმას რომ 2012 წლამდე ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდა. ოკუპაცია ნიშნავს, რომ აფხაზეთი უნდა დაუბრუბდეს საქართველოს, ჩვენ მოვკალით აღიარებების პროცესი, ამიტომ არანაირი შანსი არ აქვს რუსეთს, რომ ეს პროცესი შეინარჩუნოს. ამ ყველაფრის ფონზე, როცა აგურაგურ ვაშენეთ, ერთი ხელისჩამოკვრით დაინგრა ეს ყველაფერი. 90-იან წლებში საქართველომ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიაზე ხოლო ჩვენ 2008 წელს გადავარჩინეთ ქართულის სახელმწიფოებრიობა, როცა პუტინი წამოვიდა თბილისზე. ყველა ამ ტერიტორიაზე ჩვენ კონტროლი დაკარგული გვქონდა 90-იან წლებში. ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, სამცხე-ჯავახეთი. იქ ვერ შედიოდა ვერცერთი ქართული ოფიციალური პირი, დღეს რომ არ ყოფილიყო ბათუმი საქართველოს ეკონომიკას დედა არ ეყოლებიდა, აფხაზეთი და ცხინვალი ჯერ-ჯერობით არის ოკუპირებული, მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ დავკარგეთ არის უსირცხვილობა. სად ჩადიოდნენ ამხელა ლიდერები? სპეციალურად დაგვესხა რუსეთი აგვისტოში, როცა არავის არავისთვის არ ცხელა, ყველა დასავენებლად არის, მაგრამ საფრანგეთის და ევროპის ლიდერები თბილისში იდგნენ, კაჩინსკის თვითმფირნავი ჩამოგდების რისკის ქვეშ დაჯდა თბილისში.

ანწუხელიძემ არ შეაგინა სააკაშვილს იმიტომ კი არა, რომ ჩემი ვალი ჰქონდა, არა მე მაქვს მისი ვალი... თვითგამორკვევის გამოცხადება ეს არის გიორგი ანწუხელიძის შეურაცხყოფა, იმათი შეურაცხყოფა ვინც კოდორზე გადადიოდა, იმ ბავშვების და ქალების, რომლების ქი გაიყინენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42