მუქარა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრებზე
პოლიტიკა - 16:19, 25 Oct, 2014     1734

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრებზე ხორციელდება სიტყვიერი მუქარა, ამასთან დაკავშირებით პოლიციაში უკვე შევიდა საჩივარი, საქმე აღძრულია. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ერთ-ერთ აქტიურ წევრზე, მარიამ პაპაშვილზე, განხორციელდა სატელეფონო ზარი, სადაც მას დაემუქრნენ და უთხრეს, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებდა სხვადახვა განცხადებების გაკეთებას მას სიცოცხლეს გაუმწარებდნენ. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის, ნოდარ თათვიძის განცხადებით უკვე არაერთხელ დაფიქსირთა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები და რამდენჯერმე ტელევიზიებისა თუ სააგენტოების საშუალებით განაცხადებაც კი გააკეთეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

"მთელი ღამე ერთი პოლიციიდან მეორე პოლიციაში ვინაცვლებდით..საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ერთ-ერთ წევრს დაურეკეს და დაემუქრნენ, თუ ის გააგრძელებდა ისეთივე განცხადებების გაკეთებას, როგორსაც აკეთებს ხოლმე, მას სიცოცხლეს გაუმწარებდნენ და ა.შ. ამის საფუძველზე ჩვენმა წევრმა დაწერა საჩივარი პოლიციაში..რა თქმა უნდა ტელევიზიებიც იყვნენ და გადაიღეს ეს ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტეთ სახლებში წასვლა და ზუსტად რამდენიმე წუთში საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის სხვა 2 წევრს, რომლებიც ჩვენთან ერთად გახლდათ პოლიციაში, სახლში წასვლისას დახვდა 6 ბიჭი რომლებმაც დაიწყეს მათი შეშინება...რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებითაც მათაც დაწერეს საჩივარი ეს უკვე მეორე პოლიციაში...ეს ორი წევრი საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოებში, მათი თანამდებობა საბჭოების მდივნები! ისინი დანიშნულნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით...მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ჩვენ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები დავიცავთ ჩვენს თითოეულ წევრს და არავის არაფერს შევარჩენთ!!! ჩვენ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს!!! ჩვენ ვართ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა!!"- აცხადებს, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრი მარიამ პაპაშვილი რომელზეც განხორციელდა სატელეფონო მუქარა აცხადებს, რომ უკვე შეიტანა საჩივარი პოლიციაში და ელოდება შეაბამის რეაგირებას.

„რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „Facebook”-ში უცხო პირი დამემუქრა, შემდეგ კი ჩემს ტელეფონზე ფარული ნომრიდან მუქარის ზარი განხორციელდა. ეს ყველაფერი მოხდა იმის მერე, რაც განცხადება გავაკეთე სტუდენტური ომბუცმენის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ურთერთკავშირზე. აქედან გამომგინარე ვვარაუდობთ, რომ ეს მუქარა განხორციელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრების მხრიდან. ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას მოთხოვნით, რომ გაარკვიონ თუ ვინ იყო ის პიროვნება და შესაბამისი რეაგირება მოყვეს ამ ყველაფერს.“ -აცხადებს, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრი მარიამ პაპაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42