„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, პარტიის წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი კომენტარს აკეთებს. ნადირაშვილის განმარტებით ხელისუფლება „იტყუება აღნიშნულ თემაზე, როგორც შიგნით, ასევე გარეთ“:
„შიგნით საკუთარ ამომრჩეველს აგიჟებენ და ატყუებენ, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ უცხოეთში და მეორეს მხრივ გარეთ, თავის პარტნიორებს, თავის მეგობრებს ატყუებენ, რომ პარტიის წინააღმდეგ არ აქვთ საქმე აღძრული. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ყველას გვახსოვს იზორიას განცხადებები, მან პირდაპირ ეთერში მუხლი დაასახელა, რომ პარტიის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერმინისტრმა, იგივე თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომლებიც იტყუებიან სახლშიც და იტყუებიან გარეთაც“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






