,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს:
„სამწუხაროდ დღეს დეოკუპაციის ნაცვლად პოლიტიკურ დევნაზე და უკვე ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ზეწოლაზე ვსაუბრობთ, გამოვრცით მსოფლიო პროცესებს და ამოვვარდით პოლიტიკური კონტექსტიდან, მაგრამ გასაკვირი არაა პოლიტიკური დევნა რადგან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობა ოპოზიციის განადგურებით იმუქრება.წულუკიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მისი მიზანი ნაციონალური მოძრაობის გაცამტვერებაა და ალბათ ეჭვი აღარავის ეპარება რომ ეს რევანშია.
რთულია ენდო სასამართლოს რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების, დავერბოვკებული აგენტების და გატაცებულ-მოკლული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოს, რომელსაც ყოველდრიურად ემუქრება მთავრობა და ერთ ღამეში ორი ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილება გამოაქვს, სადაც ბაჩო ახალაიას მიმართ ყოველი გამამართლებელი განაჩენის დადგომის წინა დღეს შედიოდა ახალდაკვეთილი ბრალი.
მთავრობა ხომ ყოველ დღე იმუქრება ოპოზიციის განადგურებით, მაშ რატომ გვიკვირს ან უარვყოფთ რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა?
ამ ვირეშმაკული ხერხით სურს ხელისუფლებას თავი დააღწიოს ევროსაბჭოს რეზოლუციას და შეერთებული შტატების ზეწოლას?„თავისუფალმა“ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გამამტყუნებელი განაჩენით ჩაანაცვლა და ეს იმ მთავრობის დაკვეთით რომლისთვისაც რეზოლუციას არანაირი ზალა არ აქვს ისევე როგორც პუტინისთვის.ძიძიგურმა ადრეც ცხადჰყო მთავრობის გეგმა - გაესამართლებინათ და შემდგომ შეეწყალებინათ ბრალდებული ოპოზიციონერები.
ესაა კრიმინალების რევანში, რევანში იმ ძალებისა, რომელთაც ღირსება ვარდების რევოლუციით და ევროპული საქართველოს შენებით შეელახათ.მოძალადე რეჟიმი რომელიც კრიმინალებისა და ბავშვების მკვლელობით მოვიდა. ასეთი რეჟიმები ხალხის ტერორის ცდუნებას გვერდს ვერ უვლიან და ძალიან მალე და ცუდად ამთავრებენ.
საშიშია, რომ დღეს საქართველოს მთავრობა არათუ პარტნიორულ ურთიერთობებს აღრმავებს დასავლეთთან არამედ ზეწოლასაც კი განიცდის, ისევე როგორც პუტინი, ისევე როგორც უკრაინის ყოფილი რეჟიმი.
ვნახოთ რა დღეშია დღეს ადამიანის უფლებები, როგორ ექცევა სახელმწიფო უმცირესობებს, რა სახით ახორციელებს მათზე ზეწოლას და მათ დისკრიმინაციას, ამაზე შესაბამისი მკვეთრი რეაქცია სულ მალე ექნება ევროპას და ასოცირების ხელშეკრულება ხელისუფლებამ დაიდოს სახლში.
უამრავი გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და რითაა მთავრობა დაკავებული - რიგითი მოქალაქის პიარით? ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ვიყენებთ თავს რადგან კაციშვილს არ აინტერესებს ქვეყნად ვიღაც პროვინციელი ვაჭარი.კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს შეკვეთილი სტატია დაფინანსდა ვიღაცის ჯიბიდან თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ რისთვის დაიხარჯა. სახელმწიფოს ინტერესებისთვის - ტურისტების და ინვესტორების მოსაზიდად ქვეყნის რეკლამირების მიზნით ბიუჯეტიდანაც მისაღები იქნებოდა თანხის გაღება.
დავაკვირდეთ - დასავლეთმა მხარდაჭერა არათუ მთავრობას არამედ დემოკრატიული ფასეულობების მქონე ძალებს გამოგვიცხადა და თუ რას ნიშნავს ეს თავად მთავრობას ჰკითხეთ.ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არაფერია თუ არა მედიის, ოპოზიციის თუ საზოგადოების ტერორი - ყველა მოძალადე რეჟიმი ხომ ასე უპირისპირდება ხალხს. მოსახლეობის ტერორია ათასობით მკვლელისა და ყაჩაღის აშვება საკუთრი მიზნებისთვის, მიზანი კი ვიცით - ეს მიუღებელი აზრის დევნა და საქართველოს რუსეთ-სომხეთის საბაჟო-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირებაა. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და ერთიანი ძალიახმევა, იმისათვის რომ ვიხსნათ ქვეყანა კრიმინალისგან, მოძალადე რეჟიმისგან და პუტინის კლანჭებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






