„დღეს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობა“, - ამის შესახებ კომენტარი დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს:
„დღეს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობა. გრძელდება ის, რაც 1992 წელს დაიწყო, როგორც კონფლიქტი და ეთნიკური წმენდა, შემდეგ 2008 წელს გაგრძელდა ოკუპაციით და დღეს თითოეული ჩვენგანის თვალწინ, პრაქტიკულად სიჩუმეში და სიმშვიდეში, მიმდინარეობს ამ ყველაფრის საბოლოოდ დასრულების მცდელობა, უკვე აფხაზეთის სამართლებრივი ანექსირების გზით. დღეს არის უდიდესი გამოწვევა ქართული საზოგადოებისათვის, ქართველი ხალხისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, რათა ყველამ ერთად ვაჩვენოთ, ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ ყველამ ერთად გავაკეთოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა ყველას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






