თვითმართველობებში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციამ „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორმა“ წარადგინა.
ორგანიზაციის ანგარიშით თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებში ყველაზე დიდი რაოდენობით კახი კალაძის ნათესავები არიან დასაქმებული:
კალაძის მეუღლის ძმა გიორგი არეშიძე თბილისის კულტურის სა სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. მეუღლის ბიძა- ბესიკ ჭუმბურიძე დოლიძისა და ბახტრიონის მუნიციპალიტეტის უფროსად. მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა საბურთალოს რაიონში გამგებლის მოადგილედ.
ამ სიაში მოხვდნენ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ნათესავებიც. პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის ბიცოლა ციური ჭანტურია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დასაქმდა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატის ჯაბა სამუშიას მეუღლემ ნინო გრძელიძემ თბილისის ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოში დაიწყო მუშაობა.
ნაძალადევის გამგებელის , ზაზა გაბუნიას ცოლის ძმა გიორგი შავლაძე ნაძალადევის რაიონში გამგეობაში დასაქმდა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით ნეპოტიზმის ყველაზე ხშირი შემთხვევები დიდუბის რაიონში დაფიქსირდა.
თბილისის შემდეგ კვლევა უკვე რეგიონებშიც ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






