ხელისუფლების ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას
პოლიტიკა - 20:19, 24 Oct, 2014     1295
როგორც არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა "მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია."

"პარლამენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შექმნილი ვითარების სერიოზულობა და საქართველოს მთავრობის მხრიდან უკანასკნელ მოვლენებზე რეაგირების აუცილებლობა.
თუმცა, 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოს ზოგიერთი წევრის (საქართველოს მთავრობის წევრების) პოზიციის გამო. კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის თარიღი გერმანიაში მის დაგეგმილ ვიზიტს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს 28 ოქტომბერს საბჭოს სხდომის გამართვის მიზანშეწონილობა საბჭოს ზოგიერთი წევრის თბილისში შესაძლო არყოფნის გამო. პეტრიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სხდომის თარიღის საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან შეთანხმების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის გამო უკვე გაუქმდა ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეპუბლიკასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება სწორედ ამგვარ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და უშიშროების საბჭოს მდივანი. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ ასევე სხვა პირებიც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან, სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობის საგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები.
მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციებს და იმოქმედოს, პირველ რიგში, კანონის მოთხოვნებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", -ნათქვამია განცახდებაში.
განცხადება შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA) ; "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED).




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42