უშიშროების საბჭოს თავჯდომარე აფხაზეთში შექმნილი ვითარება ქვეყნისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხად მიიჩნევს და მინისტრებს დაგეგმილი ვიზიტების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
"თუ პრეზიდენტმა გადადო ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა არსებობდეს," - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
იმერლიშვილი იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც დეპუტატები უშიშროების საბჭოს სამდივნოს არაორგანიზებულობაში ადანაშაულებენ.
უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მუდმივმოქმედ წევრებს და მოწვეულ სტუმრებს საბჭოს სხდომაზე მოწვევის წერილები 17 ოქტომბერს გადაეგზავნათ.
„წერილები უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის დღესვე გადავუგზავნეთ, როგორც მუდმივმოქმედ, ასევე მოწვეულ სტუმრებს,“ - აცხადებს იმერლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
იაპონიაში მყოფი ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს სხდომა არ გადაიდება და ის 28 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






