ხმაური საკრებულოში - "CV-ში არ მიწერია, რომ კალაძის ცოლის ძმა ვარ"
პოლიტიკა - 18:28, 24 Oct, 2014     15758

დღეიდან თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის ცოლის ძმა უხელძღვანელებს. ამ პოსტზე გიორგი არეშიძის კანდიდატურა საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა. ხმაური საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სწორედ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი არეშიძის წარდგენამ გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ნეპოტიზმის გაგრძელებას ემსახურება. მისი განცხადებით, გიორგი არეშიძეს CV-ში სამუშაო გამოცდილებად მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" ყოფნა უწერია. ნადირაძის განცხადებით, გიორგი არეშიძე თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ ინიშნება, რომ ის ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ცოლისძმაა.

ნადირაძის ამ განცხადებას სხდომაზე საკრებულოს წევრების მხრიდან ხმაური მოყვა. მათ ირაკლი ნადირაძეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს და აღნიშნეს, რომ გასული 9 წლის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშვნა ხდებოდა ნეპოტიზმით.

თავად გიორგი არეშიძემ კი განაცხადა, რომ პოლიტიკაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აქტიური საქმიანობა დაიწყო.

"მე და ჩემი სიძის, კახა კალაძის პოლიტიკაში მოღვაწეობა ერთად დაიწყო. ძალიან მეამაყება, რომ კახა კალაძე ჩემი სიძეა, მაგრამ მე არ ვაპირებ ვინმეს ჩრდილქვეშ ვიყო. მე ვარ გიორგი არეშიძე და CV-ში სწორედ ასე მიწერია და სწორედ ჩემი სახელი და გვარით ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. არსად მითითებული არ მაქვს, რომ მე ვარ კახა კალაძის ცოლისძმა", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42