აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკულია - ალაფიშვილი
პოლიტიკა - 18:19, 24 Oct, 2014     1321

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, საქართველოში მიმდინარე სასამრთლო პროცესებთან დაკავშირებით, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი კრიტიკულს უწოდებს. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას ალაფიშვილმა აღნიშნა, აშშ და დასავლური სამყარო საქართველოს მეგობრები არიან, ამიტომ „კრიტიკული შეფასება და რიგ შემთხვევაში გადამეტებული კრიტიკაც კი უნდა ეპატიოს მეგობარს“. ეს ყოველივე კი იმისათვის კეთდება, რომ საქართველო უკეთესი იყოს:

„ისევე, როგოც ყველა სხვა განცხადება, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, ეს განცხადებაც ერთ ჭრილშია განსახილველი. ეს ჩვენი დიდი მეგობრების, მხარდამჭერების კეთილი სურვილები და რეკომენდაციებია. მაქსიმალურად შესაძლებელია, შიდა სპეციფიკა არ იცოდენენ, მაგრამ გარედან დანახული ობიექტურად შეფასებული მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით. ისინი მიუდგნენ იმ კუთხით, თუ რა გვაკლია იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია დემოკრატიულ ოჯახში დამკვიდრება, დემოკრატიული სტანდარტებით ცხოვრების წესისთვის. ასე რომ შევხედოთ, ყველაზე სწორი ეს იქნება. სხვა შემთხვევაში საზოგადოებაში შესაძლოა არასწორი განწყობის ფორმირებასთან გვქონდეს საქმე. რა თქმა უნდა ეს განცხადება არის კრიტიკული, მეგობარი იმისთვის გინდა, რომ პირველ რიგში კრიტიკული იყოს, იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგები.

მეგობარს გადაჭარბებაც შეიძლება ეპატიებოდეს. თუმცა, ეს კრიტიკული განცხადებები ჩვენთვის სასიკეთოდაა გაკეთებული. თუკი ამერიკას ან დასავლურ სამყაროს შევადარებთ რუსეთს - რუსეთი სულ არ არის კრიტიკული ჩვენს მიმართ. პოლიტიკოსებიც თუ ასე შეხედავენ ამ ყველაფერს, ორაზროვნებაც არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მთავრობის ყურადღების გამახვილებას პროცესუალური ნორმების დაცვასა და კანონიერების მნიშვნელობაზე, რათა პოლიტიკური შურისძიების მიზნით სასამართლო სისტემის გამოყენების აღქმა გამოირიცხოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42