ბელგიაში საქართველოს საელჩო მარგველაშვილის ვიზიტის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:56, 24 Oct, 2014     1130

საქართველოს საელჩო ბელგიაში გიორგი მარგველაშილის ქვეყანაში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის ბელგიის სამეფოში ვიზიტის გაუქმების შესახებ მედიის მხრიდან გამოხატული ინტერესის პასუხად, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო განმარტავს შემდეგს:

საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული იყო ბელგიის სამეფოში, პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 ოქტომბერს მიღებულ წერილზე დაყრდნობით, საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით აცნობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ. კერძოდ, ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საელჩოს ნოტაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბელგიის სამეფოში პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების" ინიცირებასთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვის მიზნით. ასევე, ანალოგიური ინფორმაცია მიეწოდა ლუვენის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ზემოაღნიშნული წარმოადგენს საელჩოს მიერ გავრცელებულ ერთადერთ ინფორმაციას, რომელიც ეცნობა ბელგიურ მხარეს - როგორც ოფიციალურ, ისე აკადემიურ წრეს. დამატებითი შეფასებები პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ საელჩოს მხრიდან არ გაკეთებულა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42