პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის იმ ინიციატივას პასუხობს, რომელის მიხედვითაც, ჟენევის მოლაპარაკებებში შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობა ჩაერთოს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ჯაფარიძის ინიციატივა,უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის.
„ივანიშვილის ახირების გამო პოლიტიკურდ გვდევნიდნენ, გვასამართლებდნენ და მეორეს მხრივ გვეპატიჟებოდეს მაგიდასთან, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელიც აღარ არის და ხელისუფლებამ იმაზე უნდა იფიქროს, რომ სჭირდება ერთიანობა", -აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჟენევის მოლაპარაკებებში "ნაციონალური მოძრაოაბის" ჩართვა შესთავაზა.
ჯაფარიძეს მიიჩნევს,რომ ჟენევაში განსახილველი საკითხების გადაწყვეტა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.
ჯაფარიძის თქმით, "ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპეტენცია, გამოცდილება და მონაწილეობა აქვთ მიღებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში."
მასალის გამოყენების პირობები






