გიორგი მარგველაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 14:58, 24 Oct, 2014     1172

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფუმიო კიშიდას შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების თაობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობა.

მხარეთა განცხადებით, ეს არის ახალი იმპულსი ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების საქმეში. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა და ხაზგასმით განაცხადა, რომ იაპონია ამით დაინტერესებულია. საუბარი დაეთმო ეკონომიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ იაპონია დიდად არის დაინტერესებული ჩაერთოს იმ პროექტებში, რომლებიც საქართველოში ვითარდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრისას განიხილეს, იყო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის იაპონიის მხრიდან ვიზების გაუქმება. როგორც იაპონურმა მხარემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები გაცვლიან კიდეც ნოტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, იაპონიისგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და და სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობა ყველა დონეზე უნდა გაღრმავდეს და დემოკრატიულმა ქვეყნებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42