საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში ბიზნესწრეებთან შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 14:21, 24 Oct, 2014     546

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი მარგველაშვილი ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და JICA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც JICA-ს კორპორაცია საქართველოში ახორციელებს. მათ ბიზნესპარტნიორობის პროგრამის შესახებაც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც იაპონური და ქართული ბიზნესკომპანიები თანამშრომლობენ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნესგარემოსაც, რომელიც დაინტერესებული ინვესტორებისთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში JICA-ს მიერ გაწეული დახმარება, რომელიც გამოიხატა, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროს განვითრების, ხოლო მეორე მხრივ, სოფლის-მეურნეობისა და გარემოს დაცვის პროექტების ხელშეწყობით. მათ სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს და ამ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

JICA -ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის მნიშვნელობა და როლი ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში და ყურადღება დაუთმო იმას, რომ ქართველ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრა პოზიტიურ შედეგებს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ბიზნესის წახალისებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სხვადასხვა ბიზნესპროექტების განხორციელებით.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოში ბიზნესსექტორის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება JICA-ს წარმომადგენლობის გახსნა, ასევე ის, რომ ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება და შეხედულებები. მისი თქმით, ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ JICA-ს ხელშეწყობით განახორციელონ ახალი პროექტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გიორგი მარგველაშვილი ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42