"ივანიშვილმა ალასანიას ყურები აუწია, ვინც ცოლს ღალატობს "ბოსსაც" ღალატობსო"
პოლიტიკა - 13:14, 24 Oct, 2014     9705
რატომ იყო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრზე, ირაკლი ალასანიაზე გაბრაზებული - ამის შესახებ გაზეთი "ალია" წერს.

გამოცემა „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს მიმართავს, რომელიც ირაკლი ალასანიასა და „რესპუბლიკურ პარტიის“ საწინააღმდეგო წერილებს სახელისუფლებო კულუარების შეკვეთად აფასებდა.

„თუ გაინტერესებთ, რატომ იყო გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე, ეკა ბესელიას ჰკითხეთ, იმ ხმაურიან თათბირს ესწრებოდა, როცა ალასანიას ვიცე-პრემიერობა ჩამოართვა, ბიძინა ივანიშვილმა ეკას ჰკითხა, შენ თუ მოიგე ფოთი, ამან ზუგდიდი რატომ ვერ მოიგოო?! ჩემი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ ალასანიამ, რომელსაც „ბეზ პიტი მინუტ“ თავი პრეზიდენტი ეგონა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამარცხვინოდ ჩაისვარა ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან მაჟორიტარული არჩევნები წააგო, ზუგდიდელი აქტივისტი ლალი ანთია მას „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებდა. ესეც თქვენ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ანეკდოტი, ალასანიას გაუქრია მილიონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მის შტაბში გადაუსროლია. სად წაიღე ამდენი ფული, ირაკლი? ირაკლის ბიძინამ 2012 წლის არჩევნებამდე სოლოლაკში, ამაღლების 9 ნომერში, ფეშენებელურ კორპუსში სახლი უყიდა, სხვათა შორის, დავით კეზერაშვილის მეზობლად, გაურემონტა კიდეც, ირაკლის სასათბურე პირობები შეუქმნა, ისევე როგორც ძალიან ბევრს, ბიძინას ნაყიდ სახლში თქვენი თანაპარტიელებიც იქნებიან, სიას კარგად გადახედეთ, ბატონო დავით. ჰოდა, თქვენმა ირაკლიმ, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები შეესწავლა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ფულების მოძიება და ბიზნესმენებთან შეხვედრები, ბიძინას ზურგს უკან თამაშის ეშხში ისე შევიდა, დუბაიში „დატყდა“ თქვენი მინისტრი, ბიძინას გაეპარა, დუბაიდან „ნაციონალების“ ხელისბიჭმა მითხრა, რომ იქ ელიტარულ ღამის კლუბში შეხვდა დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას, სადაც საუბრები იყო იმაზე, რომ მათი ბიზნეს და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში ირაკლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალები“ დაეხმარებოდნენ, ირაკლი ტელეფონით გადაიღეს „ყოჩაღმა ბიჭებმა“ და როგორც კი, ალასანიამ სიტყვა გატეხა და გადაგდება დაუპირა, „ნაცბანდელებმა“ ინფორმაცია ბიძინასთან შეაგდეს.

ამას დაემატა ირაკლის ატროების ამბავი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლამაზმანთან ერთად სკანდალში გაეხვია, თავდაცვის მინისტრს დაგეგმილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი, მაგრამ ირაკლი პარიზის გავლით ჩაფრინდა ლონდონში, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ალასანიას მეგობარი გოგონა, უგულავას მეუღლე ლელა კილაძე და თაკო სალაყაია, „ტუსუვკა“ მოიწყვეს სიყვარულის ქალაქში, „სალუტ პარიზ, ჟე ტემ თამუნიაო“ და ამის შემდეგ, ირაკლი მატარებლით ჩავიდა ლონდონში. კარგია კარგი ცხოვრება 7-მილიარდიანი პატრონის ფულებით, მაგრამ ბიძინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და ირაკლის ყურები აუწია, ვინც ცოლს ღალატობს, ის თავის „ბოსსაც“ ღალატობსო და ირაკლის ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომ „გულაობო“?

ამ ამბის გახსენება თუ გინდოდათ, დავით ბატონო, წაიკითხეთ და თუკი აქ მოყვანილი ფაქტები თქვენ შეკვეთილი სტატია და ჭორაობა გგონიათ, ამ ამბავში რეკორდსმენები ხართ და თქვენს კოალიციას ჩაეკითხეთ. გაგრძელება თუ გაინტერესებთ, გაეროში გადარეკეთ და მოიკითხეთ, სად მუშაობს ირაკლის მეგობარი ქალბატონი? დაგიდასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ის ამ სკანდალის შემდეგ, აღარ მუშაობს, ან მისი ცოლისდა ფანჯიკიძე დაიკოს კონკურენტს როგორ გააჩერებდა?! „უმწიკვლო“ ირაკლიმ მეგობარი გოგონა უმწეო მდგომარეობაში არ დატოვა და როგორც „გაეროში“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მას მაღალანაზღაურებადი სამსახური „გაუჩალიჩა“, - წერს გამოცემა.
წყარო: გაზეთი "ალია"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42