კალაძეს პოლიტიკურად აჟიტირებულებს საჩხუბად სხვა თემებს ახსენებს
პოლიტიკა - 12:54, 24 Oct, 2014     1501

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით, კოალიციის დაშლა უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის, თუმცა კოალიციაში სხვადასხვა ხედვის ადამიანები არსებობენ. ამიტომ, სამომავლოდ ვინ რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის პირადი მოსაზრებაა.

„საქართველოში პოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება, ექსპერტთა ნაწილი დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხესაც პროგნოზირებს?

დარწმუნებული ვარ, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებებისა და შიდაარეულობების მრავალწლიანი ფაზიდან 2012 წელს სამუდამოდ გამოვიდა. პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ჩვეულებრივად. გასაკვირიც კი იქნებოდა, ქვეყნის მართვას ჩამოცილებული რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთაც ეგონათ, ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნებოდნენ, ჩუმად და უმოქმედოდ მსხდარიყვნენ. სამწუხაროა, დემოკრატიული პრინციპების გამო, ისედაც ამდენი პოლიტიკით გადაღლილ მოსახლეობას, დამატებით მათი არაადეკვატური პროტესტის ატანა რომ უწევს... ხალხი დაიღალა და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. პოლიტიკურად ზედმეტად აჟიტირებული რომელი დალაგებული და განვითარებული ქვეყანა გინახავთ? ჩვენს სულ ვამბობდით დროა, ქვეყანა ვაშენოთ, ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს თემები აწუხებდეს, „აჩხუბებდეს“ და უხაროდეს ხალხს, ვიდრე პოლიტიკა. მედიამაც უნდა შესთავაზოს საზოგადოებას პრიორიტეტული თემები. არ არის საჭირო რაღაც პოლიტიკურ საკითხზე ორ პარტიას შორის არსებული უთანხმოება, თუნდაც დაპირისპირება იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი ცხელი თემა. გაეცით ინფორმაცია და საკმარისია. რამდენი ცხელი, კატასტროფულად პრობლემატური სოციალური თემაა ქვეყანაში, ჩვენ, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები კი ხალხს აქცენტებს სულ სხვა საკითხებზე ვთავაზობთ. ვფიქრობ, ქალზე ძალადობა საზოგადოებისთვის უფრო განსახილველი თემაა, ვიდრე ის, რას ვიტყვი რომელიმე ოპონენტზე ან რას იტყვის ის ჩემზე?

კოალიციის ზოგიერთმა წევრი რომ აცხადებს, ძალადობის პრობლემა ხელოვნურად შექმნილი აჟოტაჟია და არაფერი საგანგაშო არ ხდებაო, არ ეთანხმებით?

არასწორი ინტერპრეტაციაა. შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხელოვნურად ააგოროს კრიმინალის თემა, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კონკრეტული კრიმინალური ფაქტი არ მომხდარა?

სოციალურ ქსელში თქვენს განცხადებას, ქალთა ძალადობის შესახებ დიდი გაამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ საქართველოში, სადაც ოდითგანვე ქალის კულტი იყო, ეს პრობლემა ასე აქტუალური რატომ გახდა?

ის იყო ემოციური კომენტარი. ის, რასაც განვიცდი მე, კახი კალაძე, ბიჭების მამა, ანუკის მეუღლე, საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი ადამიანი და რომელსაც მსურს, ეს საშინელება აღმოიფხვრას საქართველოში... თუმცა მხოლოდ ჩემი, თქვენი ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის გულისტკივილი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. საჭიროა ერთიანი, შემტევი სტრატეგიის შემუშავება, სადაც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. როგორც ქართველ კაცს ძალიან გული მტკივა, მრცხვენია, რომ ეს თემა გაჩნდა და მისახედია ჩემს ქვეყანაში, რადგან გენში გვაქვს და ისტორიულადაც უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენი ერის უნიკალურობისა ქალთან, მანდილოსანთან დამოკიდებულებაში.

ხელისუფლებამ შექმნა უწყებათშორისი საბჭო ამ თემაზე, იყო რამდენიმე არასამთავრობოს განცხადება, ჩაატარებენ კვლევებს, სახალხო დამცველის შეფასებასაც იხილავდით...

დიახ, ეს ყველაფერი ამუშავდა და ეს არის ძალიან კარგი. ამ კონკრეტულ მაგალითით მინდა ვთქვა, რომ არის საკითხები ქვეყანაში, არის პრობლემები, რომლის დასაძლევად უნდა გავერთიანდეთ ყველა, ერი თუ ბერი. არის საკითხები, რაც პოლიტიკური პროგნოზი უნდა დავძლიოთ ერთობლივად და არ ვეცადოთ ამის ხარჯზე პოპულარობის მოხვეჭას ან პოლიტიკური ქულების დაწერას. მაშინ განვითარდება ქვეყანა, როცა ადამიანები ერთმანეთში, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებში დაინახავენ არა ანგარებასა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილს, არამედ ნამდვილ სწრაფვას უკეთესობისკენ.

და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამის რეალიზება. რამდენად ეფექტური ხელისუფლება ხართ და შეგიძლიათ დაგვისახელოთ ამ ორ წელიწადში რეალიზებული ოცნებები?

ოცნების შესრულება რომ ერთი ხელის მოსმით, ჯადოსნური ჯოხით შეიძლებოდეს, იცით, რა კარგი იქნებოდა?! ჩვენ დავიწყეთ... და ამას წლები სჭირდება! ოცნება, რომელიც შესრულდა მომენტალურად, ეს იყო შიშისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის დაძლევა. კარგად უნდა გავაცნობიეროთ: რასაც თქვენ, მოსახლეობა, დღეს-ხვალ მოიპოვებთ სახელმწიფოსგან, რასაც მოსთხოვთ მთავრობას, რაზეც ეჩხუბებით და გამოასწორებინებთ, ყველაფერი თქვენივე მონაპოვარია. სწორედ ასეთი, ხალხის ხელით შესრულებული რეალობა კი ისაა, რომ საქართველო გახდა დემოკრატიული ნორმალური ქვეყანა და ეს შეუქცევადი პროცესია.

ამ შეუქცევადი, დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლება?

რომ არ დაიშალოს, ეგ დემოკრატიულობის გამოვლენა იქნება? კოალიცია შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და იდეოლოგიის პარტიისგან. ჰქონდათ საერთო მიზანი სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება და ჰყავდათ საერთო, ხალხში რეიტინგული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მიზანი მიღწეულია. ვინ რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს შემდგომ, ვის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ამომრჩეველს, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის პირადი საქმეა და არა მგონია, სალაპარაკო, გასარჩევი ან ტრაგიკულად აღსაქმელი თემა იყოს. ვფიქრობ, პირიქით განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიებს თუ ყველა საკითხზე ერთგვაროვანი პოზიცია ექნება, ეს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენებას ხელს შეუშლის. ამ თემაზე კონკრეტულად 2016 წლის არჩევნებისთვის ვისაუბროთ.

წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42