საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. კალაძე მიიჩნევს, რომ არსებობს მრავალი კითხვა, რომელზეც პასუხია გაცემული, თუმცა, არსებობს ისეთი კითხვებიც, რომლებსაც ამ დრომდე პასუხი სჭირდება:
„ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სასამართლო პროცესებს და ეს ნორმალური პროცესია. ჩვენი ინტერესიც არის, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს და არ გაჩნდეს კითხვები, თითქოს ეს არის პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები, რაც სურთ ჩვენს ოპონენტებს, „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, თუმცა, ბევრ მაღალჩინოსანს, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც საზოგადოებაში გროვდებოდა წლების განმავლობაში და რომელიც პროკურატურას გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






