ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გოკა გაბაშვილი ეხმაურება:
„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ამ დამღუპველი არაპერსპექტიული მიმართულებით, რომ ორი წელია ქვეყანაში აინტერესებთ მხოლოდ პოლიტიკური დევნა, მხოლოდ შერჩევითი სამართალი და მხოლოდ ახლანდელი ოპოზიციის და ყოფილი ხელისუფლების განადგურება და შეზღუდვა ამ მეთოდებით. ამას ადასტურებს ევოკავშირის ქვეყნების, ახლა უკვე საბერძნეთის ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც საერთაშორისო დეპარტამენტის, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.
პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მთავრობის ყურადღების გამახვილებას პროცესუალური ნორმების დაცვასა და კანონიერების მნიშვნელობაზე, რათა პოლიტიკური შურისძიების მიზნით სასამართლო სისტემის გამოყენების აღქმა გამოირიცხოს.
მასალის გამოყენების პირობები






