აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახალაიას განაჩენს ეხმაურება
პოლიტიკა - 10:19, 24 Oct, 2014     2174

საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მთავრობის ყურადღების გამახვილებას პროცესუალური ნორმების დაცვასა და კანონიერების მნიშვნელობაზე, რათა პოლიტიკური შურისძიების მიზნით სასამართლო სისტემის გამოყენების აღქმა გამოირიცხოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კონკრეტულ შემთხვევებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს მთელი რიგი განაჩენები, რომელზეც შეერთებული შტატები ამ დროის განმავლობაში საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა.

ჯენ ფსაკის თქით, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატებს უნდა გულისხმობდეს.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გამოძიების პროცესს, განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის ყურადღების გამახვილებას პროცესუალური ნორმების დაცვასა და კანონიერების მნიშვნელობაზე. ასევე, გამოძების გამჭვირვალედ ჩატარებაზე, რათა პოლიტიკური შურისძიების მიზნით, სასამართლო სისტემის გამოყენების აღქმაც კი გამოირიცხოს. განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელშიც უნდა იყოს პოლიტიკური პრულარიზმის პატივისცემა და ღია დებატები. ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება რამდენიმე საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით და ეს შეშფოთება ისევ ძალაში რჩება. არ მინდა კონკრეტულ შემთხვევებს ჩავუღრმავდე, როგორც იცით, თითოეული მათგანი განსხვავდება. თუმცა, ზოგადად იყო მთელი რიგი განაჩენები, რასთან დაკავშირებითაც, შეშფოთებას გამოვხატავდით. როცა მიუთითებ, რომ უერთგულონ სამართლის უზენაესობას და სასამართლოს, რათა სისტემამ იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შეხედულება ზოგ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული“, - განაცხადა პსაკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42