„შეცდომები ყოველთვის ხდება, თუმცა „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია და ვერავის მივცემთ უფლებას მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ოკუპირება“ – ამის შესახებ კომანეტარი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იაპონურ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იაპონიაში “სასაკავას მშვიდობის ფონდში” სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა იყო. მარგველაშვილმა 2008 წლის ომზეც ისაუბრა.
„იყო რაღაც შეცდომები, დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან ან მთავრობასთან და ეს ყოველთვის ხდება ომის პირობებში. ყოველთვის არის ასეთი სირთულეები, მაგრამ ნება მიბოძეთ გამოვყო მარტივი ჭეშმარიტება. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიებია. საქართველო რუსეთს ომს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ გამოუცხადებს, შესაძლოა, დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას ჩემი ქვეყნის ოკუპაციას. 2008 წლის ომის შემდეგ, გაფორმდა ხელშეკრულება სარკოზისა და მედვედევს შორის, რომელიც აყენებდა პრობლემის დაყენების საკითხს და არა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების თემას. ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






