საკრებულოში დღეს სამი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთა დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც საკრებულოს უმცირესობაში აცხადებენ, არც ერთ წარდგენილ კანდიდატს არ უჭერენ მხარს, მათ შორის არც ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ცოლის ძმის კანდიდატურას, რომელიც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზეა წარდგენილი.
ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებული ვერცერთი მოვალეობის შესრულებას და სწორედ ამიტომ ისინი მხარს არ დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატებს.
საკრებულოს უმცირესობა „ქართულ ოცნებას“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს. წარდგენილ კანდიდატებს ჯანდაცვის, სპორტისა და განათლების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი წინასწარ კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






