,,რატომღაც ტერმინი ”თავდაცვა” პოლიტიკოსებს მხოლოდ სამხედრო შინაარსით აქვთ წარმოდგენილი, არადა სხვა ლიტერატურის გაცნობას რომ თავი დავანებოთ მოქმედი კანონი გულდასმით რომ წაეკითხათ, ვფიქრობ ასეთ განცხადებებს აღარ გააკეთებდნენ.
რა ვქნათ მე მომოწევს ციტატებით იმის დასასტურება, რომ თავდაცვა უფრო მეტია ვიდრე სამხედრო საკითხები, შესაბამისად პრეზიდენტისა თუ უშიშროების საბჭოს კომპეტენციებიც სწორედ ამ ფუნქციის შესაბამისია.
”საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.” || მუხლი 2. პუნქტი 1.|| კანონი ”საქართველოს თავდაცვის შესახებ”
”სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო , რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი” || მუხლი 99.1.|| საქართველოს კონსტიტუცია“ - აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






