დავით ნარმანია ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს შეხვდა
პოლიტიკა - 15:16, 23 Oct, 2014     1087

თბილისის მერი, დავით ნარმანია დღეს, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს, ალისტაირ ვატსონს შეხვდა.

მხარეებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს .

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ურბანული საკითხები. კერძოდ, საუბარი ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო.

აღინიშნა, რომ ბრისტოლსა და თბილისს შორის 25 წლიანი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, საინტერესოა ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომელობასთან დაკავშირებით. 25 წლიანი მეგობრობის გამოცდილება და ისტორია, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. ჩვენი ყველაზე უმთავრესი ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გააქტიურებაა“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბრისტოლის ლორდ-მერის განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო მრავალ საკითხს. განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ბიზნესის კუთხით. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ბრისტოლს დაძმობილების ფარგლებში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, _ განაცხადა ალისტაირ ვატსონმა.

შეხვედრაზე ბრისტოლის დელეგაციაში ლორდ მერთან ერთად იმყოფებოდნენ ბრისტოლის ლორდ-მერის მეუღლე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის და ბრისტოლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, ასევე თბილისის მერიის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური, არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების უფროსები.

ბრისტოლის დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღე დარჩება. დელეგაციის წევრები „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42