თუ იქნება ოპოზიციური ხედვა კონსოლიდირებული ხელისუფლებას გაუჭირდება უარი გვითხრას შეთავაზებაზე
პოლიტიკა - 17:39, 23 Oct, 2014     1296

სასტუმრო „ვერე-პალასში’ 16 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი შეხვედრა გამართა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ინტერპარტიული ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შექმნეს, რომელიც მიზნად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოამზადებას ისახავს.

ინტერპარტიული ჯგუფი აქცენტს საარჩევნო კოდექსში არსებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს. შემუშავებულია აუცილებელი ცვლილებების გარკვეული ჩამონათვალიც, მათ შორისაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაციის აღკვეთა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ნიუპოსტს“ „ახალი მემერჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ესაუბრა.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ 16 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შევთანხმდით იმაზე, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის შევქმნათ ინტერპარტიული ოპოზიციური ფორმატი, ჩვენი მიზანია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები კიდევ ერთხელ ერთად გავინხილოთ, შევაჯეროთ ამ საკითხებთან ჩვენი პოზიცები, მათ გამოსწორებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შემდეგ ერთიანი, შეჯერებული პოზიციით მივმართოთ ხელისუფლებას, რათა შევთანხმდეთ, შევქმნათ თანხმობის დოკუმენტი, მოვხადიონოთ ამ ყველაფრის კანონმდებობაში ასახვა და ნაბიჯი გადავდგათ წინ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, დღეს ამ მიზნით 16 ოპოზიცური პოლიტიკური პარტია პირველად შეიკრიბა. მისივე ინფორმაციით, ამ ტიპის შეხვედრებში ტექმიკურ დამხარებას საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდი - IFS სწევს.

„დღვანდელ შევხდრაზე ჩვენ განვიხილეთ იმ საკითხთა ნუსხა და თანმიმდევრობა, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია, შევთანხმდით, რომ 4 მნიშვნელოვანი მსხვილი თემა იქნება, რომელზედაც ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს და შემდგომი გაუმჯობესებისათვის წარვუდგენთ ხელისუფლებას, დავსხდებით მასთან ერთად და ვეცდებით, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შემდეგ მოხდეს მათი იმპლიმენტაცია საქართველოს პარლამენტში. ეს თემებია საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო კამპანიის თანაბრობის უზრუნველყოფა და ამომრჩეველთა სიებთან დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრა, სწორედ ამ თანმიმდევრობით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გარკვეული პერიოდულობითა და ინტენსივობით და ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება უკვე ოპოზიციაში შეთანხმებული ხედვები, ასე ვთაქვთ დიალოგის მაგიდაზე დავდოთ ხელისუფლებასთან“,- აღნიშნა კაციტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.

კაციტაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსი ხელისუფლებაზეა მორგებული, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა და ამჟამინდელმა შეინარჩუნა.

„მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, რას ველოდები და რას არა, უბრალოდ ვიტყვი იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გამაჩნია მრვალჯერადად სხვადასხვა ხელისუფლებებთან მოლაპარაკების დროს დაგროვილი. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ გაწელოს პროცესი, დატოვოს ის ნაკლოვანებები საარჩევნო კოდექსში, იმიტომ, რომ ჩვენ, დღესდღეობით ხელისუფლებაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი გვაქვს, რომელიც შექმნა წინა ხელისუფლებამ და შეინარჩუნა დღევანდელმა ხელუსფლებამ და ნაკლებად მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე მათი მხრიდან იქნება განსაკუთრებული ინიციატივები გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუმცა, პრაქტიკა იმასაც მახსენებს, რომ თუ იქნება ოპოზიციური ხედვა კონსოლიდირებული, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, თუ იქნება ეს წინადადებები ობიექტურობისა და სამართლიანობისაკენ გადადგმული ნაბიჯები და მოთხოვნები სწორედ ამ შინაარსის იქნება, ხელსუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ უარი გვითხრას ამ შეთავაზებებზე და კონკრეტული პოზიტიური დათმობები, და ასე ვთქვათ შემხვედრი ნაბიჯები, პოზიტიური გადაწყვეტილებებისაკენ იქნას მიღწეული, არ გავასწრებ წინ მოვლენებს, მაგრამ მე რომ არ მქონდეს რეზულტატის მიღების იმედი, გართობის მიზნით ნამდვილად არ ჩავერთობოდი ამ თუ სხვა ტიპის ფორმატებში, ყველა ფორმატი მეტი თუ ნაკლები შედეგიანობით იქნა დასრულებული ადრე და ახლო წარსულშიც. ამჯერადაც, უფრო მეტი შედეგისა და ეფექტურობის იმედი მაქვს “,- დასძინა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42