ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება
პოლიტიკა - 16:27, 23 Oct, 2014     1396

სასტუმრო „ვერე-პალასში’ 16 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი შეხვედრა გამართა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ინტერპარტიული ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შექმნეს, რომელიც მიზნად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოამზადებას ისახავს.

ინტერპარტიული ჯგუფი აქცენტს საარჩევნო კოდექსში არსებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს. შემუშავებულია აუცილებელი ცვლილებების გარკვეული ჩამონათვალიც, მათ შორისაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაციის აღკვეთა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ნიუპოსტს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ესაუბრა.

„ერთმნიშვნელოვნად განვსაზღვრეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელი მიმართულებით და პრიორიტეტები რა იქნება, დღეს ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა რომ ნომერ პირველი პრობლემატიკა ეს არის საარჩევნო გარემოს და სისტემის გაუმჯობესება, ის მანკიერი სისტემა, რომელიც დღეს არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, მათი გაუქმება არის ერთმნიშვნელოვანი აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღებთ ობიექტურ შედეგებს არჩევნების შემდეგ. ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ყველა ხელისუფლებას, აძლევს საშუალებას რომ პრაქტიკულად, აიღოს რა გაცილებით ნაკლები ხმები, როგორც მაგალითად „ქართულმა ოცნებამ“, თბილისში ადგილობრივ არჩევნებში აიღო 44 %, მაგრამ სწორედ ერთმანდატანი მაჟორიტარული ოლქების სისტემამ მისცა მათ საშუალება, რომ საკრებულოში დღეს იყვნენ 75% წარმოდეგენილები, ანუ საკრებულოს დეპუტატთა რაოიდენობის 75% აკონტროლებს „ქართული ოცნება“. მაჟორიტარული სისტემა ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ არსებობებს და მათ ყველაზე კარაგად ხელისუფება იყენებს, ისინი კი ხელისუფლების მეშვეობით ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ“,- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს არის ის სისტემა, რომილის შეცვლასაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ითხოვს,

„ვენეციის კომისია, ევროკავშირის სხვადასხვა საარჩევნო სისტემებზე მომუშავე ჯგუფები, უამრავი ექსპერტი გვეუბნება, რომ ეს მანკიერი სისტემა თუ არ შეცვალეთ ვერ გავაუმჯობესებთ გარემოს. ვერნაიარად ვერ ვუზრუნველყოფთ საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობას თუ ჩვენ ამ მანკიერ სისტემას არ შევცვლით. ხელისუფლებაში მოვლისთანავე ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ და მაშინ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციაში, ერთ წამში დაივიწყეს ყველაფერი ის, რაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდნენ. ხელისუფლება თუ ვერ დაინახავს, რომ არსებული სიტუაცია, უნდა შეიცვალოს და ის ერთგული უნდა დარჩეს თავისივე დაპირებებისა, მაშინ ეს ხელისუფლება ზუსტად ისევე დაამთავრებს, ოღონდ გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დაამთავრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“,- განმარტა ახვლედიანმა.

მისივე განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, თუ რა ფორმატით მოხერხდება მათთან საუბარი.

„ჩვენ ის თემები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ არაერთხელ გვაქვს გავლილი და დამუშავებული, სიმართლე გითხრათ ახალი ბორბლის გამოგონებასაც არ ვაპირებთ, ამიტომ ეს არის თემები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი უკვე დიდი ხანია ექსპერტია. ხელისუფლებისათვის ეს ფორმატები უკვე ცნობილია, მთავარი მოთხოვნა არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, ერთმანდტიანი მაჟორიტარული ოლქების გაუქმება, იქ უკვე შემდეგ რა სისტემას შემოვიღებთ მსჯელობის საგანია. ჩვენ ვთავაზობთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, განხილული იყო სხვადასხვა ვარიანტი. მაგრამ, მთავარი არის ეს მანკიერი სისტემა გავაუქმოთ. თუ ისინი დაძლევენ სტერეოტიპებს, გამოვლენ პარლამენტიდან, დასხდებიან ჩვენთან ერთად, ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან ძალინ ჭკვიანური ნაბიჯი და მე ასეთი ნაბიჯისთვის ტაშს დავუკრავ, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება. ველოდებით მათ წინადადებებს, მთავარია ერთი რამ, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ ამაზე მუშაობა, საარჩევნო კალენდარით გათვალსისწინებულ არჩევნებამდე 2 წლით ადრე, ძალიან დიდი ალბათობით ეს ვადამდე ადრე მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვეაში საარჩევნო კალენდარით 2 წლის შემდეგ გვიწევს არჩევნები. სერიოზული დროა იმისათვის, რომ ყველა პრობელმა მოვაგვაროთ. იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველთვის გვეუბებოდა, რომ - „აი იციით? ვეღარ ვასწრებთ, კი გვინოდა, მაგალითად ამის გაკეთება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება , ან ადმინისტრაციაზე მსჯელობა , მაგრამ აი აღარ ესწრება, არჩევნები მოგვადგა კარს და ვეღარ შევცვლით“. ჩვენ 2 წლით ადრე დავიწყეთ პროცესი, ვითხოვთ მათგან ძალიან კონკრეტულად რომ ჩაერთონ პროცესში გვითხრან, როგორ ვითანამშრომლებთ და ეს საკითხები, რაც შეიძლება მალე ავსახოთ კანონში - საარჩევნო სისტემის შეცვლა, ბიომეტრიული სიების ფორმირება, ადმისტრაციის კომპლექტაცია და .აშ.ობიექტური და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნა საარჩევნოდ“,- განაცხადა გიორგი ახველედიანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

ახვლედიანი იმედოვნებს, მომავალი წლის გაზაფხულისთვის საბოლოო ფორმას მიიღებს - „საგაზაფხულო სესიებზე თუ მოხერხდება მისი კანონში ასახვა იქნება იდეალური, იმიტომ რომ ჩვენ შევასრულებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც გვეუბნება, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაასრულეთ ყველანაირი ცვლილებების შეტანა კანონში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42