ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 15:56, 23 Oct, 2014     1320
სასტუმრო „ვერე-პალასში"16 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი შეხვედრა გამართა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ინტერპარტიული ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შექმნეს, რომელიც მიზნად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოამზადებას ისახავს.

ინტერპარტიული ჯგუფი აქცენტს საარჩევნო კოდექსში არსებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს. შემუშავებულია აუცილებელი ცვლილებების გარკვეული ჩამონათვალიც, მათ შორისაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებით ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაციის აღკვეთა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დღევანდელი დღის დეტალების შესახებ „ნიუპოსტთან“ ზურაბ ხარატიშვილმა ისაუბრა.

„დღეს ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, დღევანდელ დღეს განხილული იქნა ის პრიორიტებები, რომელზეც ამ ჯგუფმა მომავალში უნდა იმუშაოს, ეს არის 4 პრიორიტეტი, პირველი არის საარჩევნო სისტემის სამართლიანობა, რაზეც ჯგუფმა უნდა იმუშაოს, მეორე თემა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, მესამე თემა - საარჩევნო სიების დაზუსტება, და მეოთხე საარჩევნო გარემოს თანაბრობის ხარისხის გაზრდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ეს საკითხები უნდა დავამუშაოთ, ეს არ არის სწრაფი და მარტივი პროცესი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ პირველი განსახილველი საკითხების შეთავაზებას არჩევნებით დაინტერესებული მხარეებისათვის და ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელისუფლების ჩათვლით, ჩვენ ერთი თვის შემდეგ შეგვეძლება უკვე გარკვეული საკითხები წინ წამოვწიოთ“,- განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

როგორც ხარატიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ინტერპარტიულ ჯგუფს ტექნიკურ მხარდაჭერას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES უწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42