საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის თარიღის შეცვლას სთხოვს. ალასანიას განცხადებით, იგი 28 ოქტომბერს საქართველოში არ იქნება:
„მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი, ალბათ დრო იქნება გადასახედი, იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი აქ არ ვიქნებით. მე გერმანიაში მაქვს მნიშვნელოვანი ვიზიტები. ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი, რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს, იმ გმოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სხდომაზე მიწვეულნი არიან პაატა ზაქარეიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის სამი წევრი. ირაკლი ალასანია კი სხდომაზე სიტყვით უნდა წარსდგეს.
მასალის გამოყენების პირობები






