პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და ცეცხლი პირველმა გახსნა.
რადოსლავ სიკორსკის ინტერვიუს თარგმანს, რომელიც მან პოლონურ გამოცემა "გაზეტა ვიბორჩას" მისცა, რუსული პორტალი www.inosmi.ru ავრცელებს.
სიკორსკიმ განმარტა საკუთარი კომენტარი, რომელშიც საუბარი იყო, რომ 2008 წელს ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტუსკს უკრაინის დაყოფა შესთავაზა, რაზეც მან რეაგირება არ მოახდინა, რადგან დიალოგი იწერებოდა.
"ჩვენი მოთხოვნით, ტექსტი რუსულმა მხარემ გადმოგვცა, ჩვენ კი მეგობრული ჟესტის ნიშნად, ეს ტექსტი უკრაინას გადავეცით. მაგრამ ყირიმის ანექსიამდე ამას ცოტა ვინმე თუ იჯერებდა.
"საქართველო არ იყო რუსეთის გეგმის საბოლოო მტკიცებულება, რადგან იქ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და ცეცხლი პირველმა გახსნა," - აცხადებს რადოსლავ სიკორსკი.
მასალის გამოყენების პირობები






