მთავრობამ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პოლიტიკა - 14:35, 23 Oct, 2014     1523
საქართველოს მთავრობამ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით, საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების დადგენა;
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელისათვის საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობის მინიჭება შესაბამის ქვეყანაში დაბრუნების გარეშე;
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
ტრანზიტული ვიზის გაიცემის პირობების გამარტივება, აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილე პირების მიმართ ტრანზიტული ვიზის მისაღებად შეღავათიანი პირობების დადგენა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ეს ცვლილებები იმ უცხოელებს ეხებათ, რომლებაც მარტიდან სექტემბრამდე საბუთების მოწესრიგება ვერ მოასწრეს და მათ 2015 წლის მარტამდე დრო ეძლევათ ეს გააკეთონ. მისი განცხადებით მათ ამისთვის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება არ მოუწევთ.

"მათ ექნებათ საშუალება, იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, თუკი ამისათვის საკმარისი საბუთები ექნებათ. დღეს ასევე დამტკიცდა ცვლილება - ყველა ინგილოს, თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილს, თუკი ექნება თანამემამულის სტატუსი, შეეძლება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს, თან ისე, რომ არ მოუწიოს თავის ქვეყანაში წასვლა. ეს შეღავათები მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი საბუთები პირველ მარტამდე მოაწესრიგონ და თანაც ისე, რომ ჩვენი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან არ დაზიანდეს" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით ტურისტებისთვის არაფერი არ იცვლება, რადგან ტურისტული, 90 დღიანი ვიზის აღება ისედაც ძალიან მარტივია. ცვლილებებია მხოლოდ სატრანზიტო სატვირთო მანქანების საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებასთან დაკავშირებით - სატვირთო მანქანების 5-დღიანი სატრანზიტო ვიზა გახდება 10-დღიანი და იმ შემთხვევაში, თუ მათ მანქანა გაუფუჭდათ საქართველოს ტერიტორიაზე, მშვიდად შეძლონ მისი შეკეთება.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42