ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ლინას ლინკევიჩუსი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვდება. განხილვის ერთერთი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციაა.
ლინკევიჩუსი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. იგი რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
„განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ. ვიცით, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი არც ისე მარტივია. ნატო-ს სამიტის შემდეგ, საქართველოს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და მზად ვართ გამოცდილება გაგიზიაროთ. ჩვენ საქართველოზე ზეწოლის ყველა მცდელობას ვგმობთ, განსაკუთრებით ტერიტორიების ოკუპირება და ტერიტორიების ახალი ანექსია სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






