საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ასევე უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის მოსამართლისადმი მინაწერ ტექსტურ შეტყობინებაზეც ისაუბრა:
„საქმე გვქონდა მკვლელობასთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მსურს შევახსენო ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თესავენ სტრესს და ქაოსს საზოგადოებაში. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი, სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ ხალხს და საკუთარ სახელმწიფოს ანგრევდა. მსურს აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინაშვილი მუქარის მესიჯებს წერდა მოსამართლეს, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს შეისწავლონ ეს ფაქტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






