ლაშა შინდაგორიძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე
სპორტი - 17:01, 02 Jan, 2013     1381

 

,,ისინი ჩემს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. მას შემდეგ, რაც ,,დინამოში’’ დავიწყე ვარჯიში, კლუბში Players Agents-ისგან მოვიდა წერილი, რომელიც ჩემი და სააგენტოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. დოკუმენტი ინგლისურენოვანი იყო, მე მათ ვენდობოდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე მელაპარაკებოდა, მოგვიანებით მოტყუებით გამაფორმებინებდა ახალ კონტრაქტს’’- თბილისის ,,დინამოს’’ ახალწვეული ლაშა შინდაგორიძე სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენლის ბესო აბაშიძის ცილისწამებას გაზეთ ,,ლელოში’’ პასუხობს.

 

,,ნიუპოსტი’’ გთავაზობთ გაზეთ ,,ლელოში’’ გამოქვეყნებულ მასალების მიმოხილვას ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება მომავალი თაობის ფეხბურთელების კარიერული წინსვლისთვის.

 

ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დაიბეჭდა მორიგი სკანდალური ინტერვიუ თბილისის ,,დინამოს’’ ფეხბურთელის ლაშა შინდაგორიძის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე პასუხი მოჰყვა თავად ფეხბურთელის მხრიდან და არა მხოლოდ პასუხი, არამედ ლაშა შინდაგორიძემ უკვე ღიად ისაუბრა ჟურნალისტთან იმ დეტალებზე, რომელიც მას პრობლემებს უქმნიდა სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენელი ბესო აბაშიძესთან (და არა მხოლოდ მასთან) თანამშრომლობის პროცესში.

მანამდე კი, ,,ლელოსთან’’ თავად ბესო აბაშიძემ აღშფოთება გამოხატა თბილისის ,,დინამოს’’ სპორტული დირექტორის ბუბა ტყავაძის ინტერვიუს გამო, სადაც ტყავაძე ახალწვეულებზე საუბრობდა და მათ შორის ახსენა ლაშა შინდაგორიძე და გიორგი ქვილითაია.

სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენელი ბესო აბაშიძე საგანგებოდ დაუკავშირდა ,,ლელოს’’ რედაქციას და ლაშა შინდაგორიძის თბილისის ,,დინამოში’’ გუნდის მიწვევით გადსვლასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა.

ბესო აბაშიძის მტკიცებით, ლაშა შინდაგორიძე, რომელიც დანიურ ,,არჰუსში’’ თამაშობდა წელიწადნახევარი, კონტრაქტი თავად დანიურმა მხარემ შეუწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე თავად დანიური სპორტული პრესა ლაშა შინდაგორიძესთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად წერდა, (,,კონტრაქტი დაბადების დღეზე’’ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია დანიურმა სპორტულმა გამოცემამ ლაშა შინდაგორიძესთან დაკავშირებთ) და მას მოიაზრებდა, როგორ საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელს.  დანიურ მხარესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ცოტა ქვემოთ თავად ლაშა შინდაგორიძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც პახუს სცემს ბესო აბაშიძის ყველა ბრალდებას.

მანამდე კი აბაშიძისვე განცხადებით, შინდაგორიძე დანიიდან პოლონურ ,,ვიძევში’’ სინჯებზე აღმოჩნდა, სადაც თურმე მისი ზერელე დამოკიდებულების გამო არ დატოვეს.

ეს აბაშიძის მორიგი ბრალდება ფეხბურთელის მიმართ, აბაშიძე კიდევ ერთ საკითხზე საუბრობს,

,,2012 წლის ზაფხულში შინდაგორიძე კვლავ ჩეხეთში გავამგზავრეთ, ამჯერად პრაღის ,,დუკლაში’’, სადაც სინჯზე ჯერ ორი კვირა დაჰყო, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, თუმცა ,,დუკლას’’ სამწვრთნელო შტაბი მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ არ დააკმაყოფილა.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ლაშა შინდაგორიძეს უშუალოდ დაუკავშირდა ჩეხეთის მხარე და კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმის მიზეზად სულ სხვა რამ უთხრა, კერძოდ ,,დუკლასის’’ წარმომადგენლის განცხადებით, მხარეების ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

ბესო აბაშიძეს ლაშა შინდაგორიძე ჩეხეთის შემდეგ ,,ზესტაფონში’’ მოჰყავს, მისი განმარტებით, ,,გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელი უგუნდოდ რჩებოდა, დეკემბრის ბოლომდე ,,ზესტაფონში’’ განათხოვრება მოვახერხეთ - შინდაგორიძის სატრანსფერო უფლებები დღემდე პირველი ლიგის ,,სასკოს’’ ეკუთვნის.

ცხადია, ყველაფერი ზემოთდასახელებული სააგნეტოს ხარჯით ხდებოდა და შინდაგორიძისგან სააგენტოს ერთი თეთრი არ მიუღია’’- აცხადებს ,,ლელოსთან’’ ინტერვიუში სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენელი ბესო აბაშიძე.

 

აბაშიძე უკმაყოფილებას გამოხატავს არა მხოლოდ ფეხბურთელის, არამედ თბილისის ,,დინამოს’’ მიმართ, რომელსაც მოეწონა ფეხბურთელი და გუნდში აბაშიძის გერეშე მიიწვია,

,,დეკემბრის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შინდაგორიძემ ,,დინამოში’’ დაიწყო ვარჯიში. მიუხედავად ჩვენს მიერ ,,დინამოს’’ გაფრთხილებისა, რომ შინდაგორიძის კონტრაქტის გაფორმების პროცესში ჩავერთეთ, ,,დინამომ’’ ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჩვენი გვერდის ავლით დაიყოლია. აღნიშნული ,,ლელოსთან’’ ინტერვიუში დაადასტურა თავად ტყავაძემ.

 

გაზეთი ,,ლელოს’’ ჟურნალისტი კომენტარისთვის თბილისის ,,დინამოს’’ იურისტს, ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა.

 

,,თუ ფეხბურთელი მეტყვის, რომ მის აგენტს უნდა დაველაპარაკო, ცხადია, დაველაპარაკები - ეს ფიფას რეგულაციებით არის გათვალისწინებული.

 

მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა: შინდაგორიძე ,,დინამოს’’ სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს რომ ელაპარაკა, შეხვედრას მეც ვესწრებოდი და მან აგენტის დახმარება არ ისურვა, ურთიერთობა აღარ გვაქვსო. ამიტომ, ,,დინამოს’’ ჰქონდა სრული უფლება, მოლაპარაკება აგენტის გარეშე ეწარმოებინა.

 

ხომ არ დავაძალებდით, გინდა თუ არა დაგვალაპარაკეო? თუმცა, მეორე დღეს აგენტი ბესო აბაშიძე დაგვიკავშირდა და მოლაპარაკებაში ჩართვა გვთხოვა.

 

თუ პრეტენზიები აქვთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანონ და პასუხს აუცილებლად გავცემთ.

 

მიმაჩნია, რომ აგენტი კონტრაქტის ჩაშლას არ უნდა ცდილობდეს. ასევე მოხდა გიორგი არაბიძის შემთხვევაშიც, ხელშეკრულება შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ისევ აბაშიძე ჩაერთო, შეთანხმება ჩაიშალა და ამ პერსპექტიულ ბიჭს დრო გაუცდა.

ჩვენის მხრივ კი ვიტყვი, რომ კლუბის კანონიერ ინტერესებს ყოველთვის დავიცავ’’, - ეს ზუხბაიას პოზიციაა, რომელიც მან ,,ლელოსთან’’ დააფიქსირა.

 

ახლა კი ,,ნიუპოსტი’’ სრულად გთავაზობთ გაზეთ ,,ლელოს’’ ჟურნალისტის მერაბ მამულაშვილის მიერ მომზადებულ ინტერვიუს თბილისის ,,დინამოს’’ ფეხბურთელთან ლაშა შინდაგორიძესთან.

 

ლაშა შინდაგორიძე: ამიტომ გადავწყვიტე აგენტების გარეშე მოლაპარაკება...

,,წლის კონფლიქტით დასრულება არ გვსურდა, მაგრამ ფიფას აგენტის, ბესო აბაშიძისა და თბილისის ,,დონამოს’’ დაპირისპირებაზე კომენტარი ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ ისურვა, რომელსაც სააგენტო Players Agents-თან კონტრაქტი აკავშირებდა

 

,,მე, უბრალოდ, მოგიყვებით ამ ხალხთან ჩემი სამწლიანი ურთიერთობის შესახებ და არიან თუ არა ისინი ჩემი აგენტები, ეს მკითხველმა განსაჯოს.

 

2009 წლის მაისში, როდესაც ,,სასკოში’’ ვთამაშობდი, მოვიდნენ და პრაღის ,,სლავიაში’’ სინჯებზე წასვლა შემომთავაზეს. პარალელურად, მათ სააგენტოსთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მომთხოვეს.

 

ტესტირებამ ჩემთვის წარმატებით ჩაიარა. მოგვიანებით წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის პირობები საგრძნობლად შეიცვალა, ისეთ თანხაზე იყო საუბარი, რომლითაც ჩეხეთში ვერ ვიცხოვრებდი.

 

ამავე წლის ოქტომბერში დანიურ ,,ორჰუსში’’ სინჯებზე წამიყვანეს, სადაც ერთი კვირა დავყავი. 2010 წლის იანვარში ,,ორჰუსთან’’ 1,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, სადაც U-19-სა და სარეზერვო გუნდში მიწევდა თამაში. ჩემით კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ ისევ ახალგაზრდულ გუნდში მიწევდა თამაში.

 

აგენტები უკეთესი კლუბის პირველ გუნდში თამაშს შემპირდნენ. დავუჯერე აგენტებს და დანიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი შევწყვიტე.

 

დანიიდან პოლონეთში გამიშვეს, სადაც მითხრეს, რომ ,,ვიძევში’’ ყველაფერი გარკვეულია, მარტო ჩასვლა და ერთი-ორი ვარჯიში იყო საჭირო და პირველ გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი. ჩავედი ლოძში, მივედი ,ვიძევის’’ ბაზაზე და პირველი გუნდის ნაცვლად, რასაც მპირდებოდნენ, ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან მომიწია ორმხრივი თამაშის ჩატარება, სადაც ჩემთან ერთად კიდევ 40 კაცი იმყოფებოდა შერჩევაზე.

 

პოლონეთში გატარებული 5 დღიდან ვარჯიშის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მომეცა, ვიძევის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან. უცხო ქალაქში ყოველდღე მარტო ფეხით დავდიოდი ბაზაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდნენ და ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. უბრალოდ, იქ მე არავინ მელოდა, არადა, ჩემმა აგენტებმა გამგზავნეს. საბოლოოდ თბილისში დავბრუნდი.

 

შემდეგ მითხრეს, რამდენიმე გუნდის ვარიანტი გვაქვს და მოიცადეო. ამასობაში დრო გადიოდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრეს, ყველაფერი ჩაიშალა და ერთადერთი ვარიანტი ჩეხეთშიაო. როგორც მითხრეს, ,,სლავიას’’ ყოფილი მწვრთნელი ,,დუკლაში’’ გადავიდა სამუშაოდ და ჩემი წაყვანაც სურდა.

 

მაგრამ პრაღაში ჩემი ხარჯებით უნდა წავსულიყავი. აგენტებმა მითხრეს, რომ ჩემი ჩეხეთში გამგზავრების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდათ.

 

მე ჩემი ხარჯებით ჩეხეთში წასვლა ვერ შევძელი და შესაბამისად, ,,დუკლას’’ ვარიანტიც ჩავარდა.

 

ამ პერიოდში ჩემს სატელეფონო ზარებზე სააგენტოს წარმომადგენლები არ პასუხობდნენ და მათი ჩემდამი ინტერესი ნელ-ნელა ქრებოდა. მოვიდა ზაფხულიც, გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა და მათი მხრიდან ,,დუკლას’’ გარდა, სხვა ვარიანტები საერთოდ არ ჩანდა.

 

ივლისში კვლავ დამიკავშირდნენ Players Agents-ის წარმომადგენლები და ორი კვირით ჩეხეთში წამიყვანეს. ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი, იმ პირობით, რომ მალე უკან დავბრუნდებოდი და გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი.

 

თბილისში ყოფნისას აგენტებმა ,,დუკლაში’’ მეორედაც სინჯების გავლა მთხოვეს.

 

პრაღაში ერთი კვირა ვივარჯიშე და მწვრთნელმა კვლავ ისურვა ჩემი ჩეხეთში დარჩენა. ,,დუკლას’’ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, თბილისში წამოვედი იმ პირობით, რომ უკან დავბრუნდებოდი და ამჯერად მაინც გავაფორმებდი კონტრაქტს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მათი პასუხი იყო, რომ ,,დუკლას’’ ვარიანტიც ჩაიშალა.

 

მოგვიანებით თავად ვცადე სიტუაციაში გარკვევა, ,,დუკლას’’ მწვრთნელს დავუკავშირდი. როგორც გაირკვა, კლუბის მენეჯმენტი და სააგენტო, რომელთანაც კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

 

ამის შემდეგ მითხრეს, კონტრაქტის გარეშე დროებით ,,ზესტაფონის’’ დუბლებში მევარჯიშა. ,,ზესტაფონიდან’’ წამოსვლა რომ დავაპირე, კვლავ ვცადე ჩემს აგენტებთან დაკავშირება, რათა ისინი საქმის კურსში ჩამეყენებინა, რადგან ,,ზესტაფონში’’ მათ მიმიყვანეს. სამწუხაროდ, ჩემს სატელეფონო ზარებზე ისინი კვლავ არ პასუხობდნენ.

 

ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა, არც ერთ აგენტთან არ მილაპარაკია. ამასობაში ჩემით ,,დინამო’’ დაინტერესდა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება აგენტების გარეშე გადავწყვიტე, ვინაიდან მათთან კონტრაქტი აღარ მაკავშირებდა.

 

მას შემდეგ, რაც ,,დინამოში’’ დავიწყე ვარჯიში, კლუბში Players Agents-ისგან მოვიდა წერილი, რომელიც ჩემი და სააგენტოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. დოკუმენტი ინგლისურენოვანი იყო, მე მათ ვენდობოდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე მელაპარაკებოდა, მოგვიანებით მოტყუებით გამაფორმებინებდა ახალ კონტრაქტს.

 

ასეთი იყო ჩემი და სააგენტო Players Agents-ის სამწლიანი ურთიერთობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე. ამ ხნის მანძილზე ისეთი პერიოდებიც იყო, როცა საერთოდ უიმედოდ ვიყავი.

 

ახლა ,,დინამომ’’ მომცა შანსი, სპორტული ფორმა აღვიდგინო და ყველაფერი გავაკეთო ფეხბურთის სათამაშოდ’’, - გვითხრა შინდაგორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42