თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე – ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო, აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მინაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ბესიკ ბუგიანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა.
აკაკი მინაშვილი მოსამართლისადმი გაგზავნილ შეტყობინებასაც ასაჯაროვებს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი-მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას-მონა ხარ!”
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: Visac ginda anaxe es gzavnili- martivad getkvi da sajarodac vetkvi kvelas – mona xar! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს ცემდნენ ქურდულ სამყაროს!!! P.S. თბილისის საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მუქარაზე ბატონი ბესიკის მიმართ და ბოლოს შეგახსენებთ, „არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს”,-წერს აკაკი მინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






