რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა! გამოვესარჩლე მეგობრის ვაჟს- ხათუნა ჟორდანია
სოც.მედია - 20:52, 22 Oct, 2014     12803
ხათუნა ჟორდანიამ ფეისბუქში გამოქვეყნებულ მის სტატუსთან დაკავშირებით, სადაც ის საზოგადოებას აგრესიულ ფორმებზე გადასვლისკენ მოუწოდებდა, განმარტება გააკეთა:
"ვინც მე მიცნობს (და, ამჯერად, ეს არ გულისხმობს ,,ცნობილ ადამიანობას“), ალბათ, მართლაც გაუკვირდებოდა, რომ განრისხებულმა, ბევრი რამ ისეთი დავწერე, რომელთა ამოთქმაც არააფექტურ მდგომარეობაში ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ: რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა! ამის გამო, ლამის კოლექტიური ტერორისკენ მოწოდებაც კი დამაბრალეს! მერწმუნეთ, არასოდეს მიფიქრია არათუ კოლექტიურ ტერორზე, არამედ - ვინმეს რამენაირ დასჯაზეც კი, თუ ის ახალგაზრდების მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციას არ შეუწყობს ხელს!
ჩემი რეაქცია, დიდწილად, სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, და ეს გასაკვირად არ უნდა დარჩენოდათ მათ, რომელთაც იციან, რომ ობიექტური მოსაზრება საერთოდ არ არსებობს, რადგან ადამიანი უკვე სუბიექტია!
თანაც, მე საკუთარი თავი კი არ დამიცავს, არამედ გამოვესარჩლე მეგობრის ვაჟს, რომლის მსგავსი ახალგაზრდა ბევრი არ დადის ჩვენს ქალაქში. გამოვესარჩლე იმიტომ, რომ შეურაცხყვეს.
გარდა იმისა, რომ რაც მას უთხრეს, თითქმის ყოველივე სიცრუე იყო, არავის აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს ვინმეს სხვის ნაცვლად, ცილი დასწამოს და გააბიაბრუოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მის პოლიტიკურ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მეორეც, მგონია, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხმამაღალი ფიქრების გამოქვეყნება ინდივიდუალური არჩევანის საკითხია.
ვიცი, ამან გამოიწვია ურთიერთდაპირისპირება ჩემი მოსაზრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის.
ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში არავის დახმარება არ მჭირდება; მტრებს აზრს ვეღარ შევუცვლი; სეირის მოყვარულებს კი, ვურჩევ, სხვა საქმით დაკავდნენ: თვალსასეიროს რა გამოლევს ჩვენს ქალაქში!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც მე მიცნობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ შემეძლო, ვინმე, როგორც უნდა ვეწინააღმდეგებოდე მას, ლინჩის წესით დასასჯელად გამემეტებინა. ძვირფასო ოპონენტებო! ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრენო! ქართველი საზოგადოების ძვირფასო წევრებო! პატივი ეცით ერთმანეთის აზრსა და ღირსებას; ნუ იცრუებთ კამათისას და ცილს ტყუილუბრალოდ ნურავის დასწამებთ - სინამდვილეში, ხვალიდან სწორედ ასე მოქცევას ვნატრობ!" - წერს ჟორდანია სოციალურ ქსელში.
ამ სტატუსით ხათუნა ჟორდანია მის წინა სტატუს გამოეხმაურა სადაც ის "რუსთავი 2 "-ის გადაცემა „არჩევანის“ 21 ოქტომბრის ეთერის შესახებ წერდა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელ ეთერს. უკვე ვეღარ უძლებს ჩემი გული ამდენ უტიფრობას, ამდენ ტყუილს, ამდენ არარაობის ტელე-ეთერში ყურებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თარხან გასვიანს არსდროს, არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ ქონია. ამაში სრულიად მთელი ქალაქი დამეთანხმება. რაც შეეხება გასვიანების ოჯახს-ვიღაც მახინჯი, უგვარო, არარაობის სალაპარაკო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება 10 ლარიან დაუბანელ, ბინძურ, „ნაციონალების“ მარიონეტებს, შეწყვიტეთ ტელე-ეთერში მათი მოწვევა, თუ არა და უკვე გადავდივარ უკიდურეს ზომებზე და უკვე მოვუწოდებ მთელს თბილისს, ვინც ისე ფიქრობს როგორც მე-სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს-ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ და არ დაგავიწყდეთ პანჩურები… მე ხვალიდან ასე მოვიქცევი...“ დაწერა ხათუნა ჟორდანიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42