პრეზიდენტს აქვს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 20:06, 22 Oct, 2014     1622
თეა წულუკიანის განცხადებით არსებობს ხელისუფლების სამი შტო და პრეზიდენტი არის გამაერთიანებელი და გარანტი იმისა, რომ შტოებს შორის ურთიერთობა იყოს ნორმალური.
"ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც დემოკრატიული სისტემა არსებობს, არის სამი სახელისუფლებო შტო. აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო. საკანონმდებლო ხელისუფლებას დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, სასამართლო ხელისუფლებას ჯერ კიდევ კონსტანტინე კუბლაშვილი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია ირაკლი ღარიბაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენი კონსტიტუციით, ის არის გარანტი იმისა, რომ სამი შტო ერთმანეთთან ეფექტიანად იურთიერთებს. ის არის გამაერთიანებელი და გარანტი ტერიტორიული მთლიანობისა. დიახ, პრეზიდენტს აქვს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა, მისი პოზიცია არის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი დღეს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” მიმდინარე შეხვედრაზე განიხილეს, რომლის ინიციატორები გაერო და გერმანიის განვითარების ფონდი იყვნენ.

ამ საკითხზე ერთად შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და კონსტიტუციონალისტებმა უცხოელ იურისტებთან ერთად სახელმწიფოს მოწყობის მოდელზეც იმსჯელეს, ისინი საპარლამენტო რესპუბლიკის იმ მოდელებს განიხილავდნენ, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა უკონფლიქტოდ გადანაწილდეს ძალაუფლება საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42