ლევან იზორია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
პოლიტიკა - 19:23, 22 Oct, 2014     1547

შს მინისტრის მოადგილე ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის კახეთში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ს მიერ განხორციელებული პროექტის - „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგს დაესწრო.

ტრენინგი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით 20-22 ოქტომბერს ჩატარდა.

ტრენინგზე საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციისას სამართალდამცავი ჯგუფების როლს, ოჯახში ძალადობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას და არსებულ პრობლემებს. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

პროექტის მიზანია ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობის, ადგილობრივი ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს და სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა.

მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ მომზადებულ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ძალადობის პრევენციოისთვის შსს არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს :

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ახლო პერიოდში საზოგადოების წინაშე წარსდგება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით და ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოჯახში ძალადობის პრევენციას. შესაბამისად გათვალისწინებულია აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოების აქტიური ჩართულობით ამ პრობლემასთან ბრძოლა. პრევენციასთან ერთად, ჩვენ უკვე წარვსდექით მთავრობის წინაშე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 126-ე პრიმა მუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. მოქმედი ნორმა ითვალისწინებდა მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, პასუხისმგებლობის სახედ. თუმცა, ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა დამატებით სასჯელის ზომა შემოვიღოთ, რომელიც გაითვალსიწინებს უკვე თავისუფლების აღკვეთას, რითაც პოლიციელს სამართლებრივი საფუძველი ექნება მოძალადის დაკავებისა. ასევე შიდა ინსტრუქციის პროექტი მომზადდა, რომელსაც მალე მოეწერება ხელი, რომლის თანახმად, ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ გამოძიების დაწყებამ არ უნდა შეაფერხოს შემაკავებელი ორდერის გამოცემაც და შესაბამისად ამ კომპლექსური ღონისძიებებით და როგორც თავში ვთქვი, საზოგადეობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ აი ამ პრობლემის დაძლევას და ყველა ეს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ზოგადად რეგიონებშიც, მათ შორის განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვას ოჯახში, ძალადობის პრევენციას ჩვენ მივესალმებით და აქტიური თანამშრომლობით არასამთავრობო სექტორთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ აქტიური თანამშრომლობით და სხვა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გვინდა ერთიანი პლატფორმა შევქმნათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“- განაცხადა იზორიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42