შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ ვალერი კვარაცხელია დაინიშნა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვალერი კვარაცხელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ", - ნათქვამია პრემიერ-მინსიტრის ბრძანებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი მოადგილე, მარიამ ჯაში "სოლიდარობის ფონის" ხელმძღვანელად დაინიშნა. ვალერი კვარაცხელია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვეენებიდან".
მასალის გამოყენების პირობები






