საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრემიერის განმარტებით, ძალადობა ძალადობას შობს. მისივე თქმით, „არსებული ფსიქოზი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა“:
"ჩვენ შემთხვევაში ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია – აგრესიას. წლების განმავლობაში ნანახი, მოსმენილი და გადატანილი წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიის შედეგად ათასობით ადამიანი არის სტრესის ქვეშ და ეს ნუ დაგვავიწყდება. ეს არ უნდა უკვირდეთ იმ ადამიანებს, ვინც აქ თეატრალიზებულ წარმოდგენებს მართავს. ასეთი რეპრესიული მანქანის შემდეგ სააკაშვილმა 320 000 ადამიანი გაასამართლა, ათასობით ადამიანი არის რეპრესირებული სააკაშვილის რეჟიმის დროს, მათმა დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა დევნა, რეპრესია, წამება, გაუპატიურება და ა.შ. ეს ფსიქოზი, რომელიც ჩამოყალიბებულია, არის წლების განმავლობაში დაგროვილი, ახლა სამწუხაროდ შედეგი გამოიღო ამ თავისუფლების ფონზე წარმოიქმნა. ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი წარმოჩინებული და ამიტომ გვჭირდება მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






