ჯერ არგახსნილი ტელევიზია 6-თვიან უხელფასო შვებულებაში გავიდა
პოლიტიკა - 14:54, 22 Oct, 2014     3798

ჯერ არგახსნილი ტელეკომპანია „ტი-ვი-ესი“ მუშაობას აჩერებს. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლები ექვსთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვა. არხის თანამშრომლებს მიზეზის დასახელება უჭირთ, მათი ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკური ბაზაა, თუმცა მათთვის რეალური ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

არხის მუშაობის შეწყვეტის რეალური მიზეზების დასახელება უჭირს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ თამარ ფხაკაძესაც, რომელიც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამბობს, რომ მუშაობაში აქტიურად არც ჩართულა და არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმაზე, თუ რატომ შეაჩერა ტელეკომპანიამ მუშაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ტი-ვი-ესი“ თავიდან მოიაზრებოდა როგორც სპორტული ტელევიზია, მოგვიანებით გადაწყდა, რომ საერთო მაუწყებელი შექმნილიყო, იგეგმებოდა რომ ტელევიზიაში პოლიტიკურ თოქ-შოუს წამყვანი მაგდა ანიკაშვილი იქნებოდა, საინფორმაციო გამოშვებას კი „იმედიდან“ გადასული ლევან ჯავახიშვილი გაუძღვებოდა. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ტვ3“-ის რვა თანამშრომელმა ტელევიზია დატოვა და სამუშაოდ „ტი-ვი-ეს“- ზე გადავიდა.

ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ხელმძღვანელობამ მაუწყებლობის შეჩერების მიზეზად ტექიკური პრობლემა დაასახელა, მუშაობის განახლების სავარაუდო ვადად კი 6 თვე დაასახელა,

„სანამ სამუშაოები არ განახლდება, ხელფასს ვერ ავიღებთ, ამავე დროს გვითხრეს, რომ შეგვიძლია სხვა სამსახურები მოვძებნოთ“- აცხადებს არხის თანამშრომელი.

ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა არხის დამფუძნებლების კომენტარი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, TVS-ის დამფუძნებელი ქეთევან ჯაფარიძეა. media.ge-ს ინფორმაციით, არხზე ინვესტიციებს ვახტანგ წერეთლი განახორციელებს. ვახტანგ წერეთელი ქართული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია "პირველის" მფლობელის ავთანდილ წერეთლის შვილია.

მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42