სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ახალ Iphone 6-ზე უწყება განმარტებას აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ოთარ დანელიასთვის 1739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი Iphone 6 15 ოქტომბერს შეიძინეს, მას შემდეგ, რაც მინისტრის კუთვნილი Iphone 5 გაფუჭდა.
მობილური ტელეფონის შეძენა მოხდა კომპანია „აიფონ პლუსთან“ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით.
უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი შესყიდვები კანონიერია და ტელეფონი, რეალურად, სახელმწიფო საკუთრებაშია და ის მინისტრის სარგებლობაში დროებით იმყოფება.
ამ ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებისგან ძვირადღირებული ტელეფონის შეძენის მიზეზებზე განმარტებას მოითხოვს.
„რატომ მაინცდამაინც Iphone 6, როდესაც ცნობილია, რომ ბაზარზე ის ყველაზე ძვირადღირებულია ტელეფონია. სახელმწიფო დაწესებულებებში ასეთი სახის მოწყობილობების შეძენა არ უნდა ატარებდეს ფუფუნების ხასიათს და ძალიან სერიოზული დასაბუთება ჭირდება რატომ მაინცდამაინც Iphone-6“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






