პრემიერისა და პრეზიდენტის ძალაუფლების გამიჯვნის საკითხზე შეხვედრა იმართება
პოლიტიკა - 14:04, 22 Oct, 2014     1578

საქართველოს კონსტიტუციაში სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხს პოლიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ. შეხვედრა, რომლის ინიციატორები გაერო და გერმანიის განვითარების ფონდი არიან, სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრება.

შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მალე აღარ იქნება გაუგებრობის მიზეზი პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებებს შორის არსებული შეუსაბამობები. ამ საკითხთან ერთად შეკრებილი პოლიტიკოსები და კონსტიტუციონალისტები უცხოელ იურისტებთან ერთად სახელმწიფოს მოწყობის მოდელზეც მსჯელობენ. ისინი საპარლამენტო რესპუბლიკის იმ მოდელებს განიხილავენ, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა უკონფლიქტოდ გადანაწილდეს ძალაუფლება საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა, საქართველოს პრეზიდენტი ხდება სიმბოლური ფიგურა და ერთგვარი არბიტრი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

„ის არის ნეიტრალური არბიტრი. საკანონმდებლო ორგანოს აქვს თავისი უფლებამოსილება, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციას, მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი და მას აქვს ძირითადი ფუნქცია საგარეო კუთხითაც, მათ შორის ხელშეკრულებების ხელმოწერა, მოლაპარაკებების წარმოების მიმართულებით და ის რამდენიმე წინააღმდეგობა, რომელიც დარჩა დღეს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, ამ ანალიზისა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შემდეგ დალაგდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ კი აღნიშნა, რომ საფუძველშივე მცდარია მოსაზრება პრეზიდენტის, როგორც სიმბოლური ფიგურის შესახებ.

„ამ სიმცდარეზე მიუთითებს თავად კონსტიტუციური ნორმები და ის უფლებამოსილებები, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს გაწერილი. იქნება ეს თავდაცვის სფეროში, სამხედრო სფეროში, თუ სხვა სფეროებში, თუნდაც პარლამენტთან ურთიერთობების სფეროებში. ძალთა ბალანსში კორექტივების შეტანა აუცილებელი იქნება საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთმიმართების კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, მთავარი პრობლემა კონსტიტუციაში იყო ძალაუფლების კონცენტრაცია. მისი აზრით, კონსტიტუციაში უნდა გაძლიერდეს პარლამენტი და გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც აქვს პრემიერს და მთავრობას, უნდა შემცირდეს.

„ჩვენ არ გვინდოდა ერთ ხელში, პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება. მთავარი პრობლემა იყო ძალაუფლების კონცენტრაცია, თორემ სიტყვა პრეზიდენტის მიმართ კი არ ქონდა პრობლემა ვინმეს. თუ სიტყვა სპოერ საპრეზიდენტოდან გადავალთ სუპერ საპრემიერო მოდელზე, პრობლემა იგივე დარჩება“, - განაცხადა მენაბდემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42