ოჯახური ძალადობა კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 14:00, 22 Oct, 2014     1565

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორის ჯგუფს, ოჯახური ძალადობის თემაზე სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილი უწყებათაშორისი ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.

„ჩართეთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ სოციალურ ჩართულობაზე მუშაობს. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დეტალურად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩავრთოთ პროცესში ჩვენი საზოგადოება", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ოჯახური ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს.

„ის რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია - აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახს და მოსმენილს, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილ წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე", - განაცხადა პრემიერმა.

უწყებათაშორისი ჯგუფის პირველ შეხვედრას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და განათლების მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ესწრებოდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42