ჩვენ ვერ შეგვაჩერებს, ვერც რუსეთი და ვერც საქართველოს მოღალატე პოლიტიკოსთა არმია - ბაჩო ახალაია
პოლიტიკა - 13:20, 22 Oct, 2014     2117

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომელშიც არ ვგულისხმობ კრიმინალებს, რადგან მათ ეროვნება არ აქვთ და არც V კოლონას, რომლებიც უბრალოდ რუსები არიან.

გულწრფელად ვიტყვი, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო დროული, რადგან უკვე ათეულობით ქართველი პატრიოტი სამარცხვინო და უნამუსო ბრალდებებით კარგა ხანია მსჯავრდებულები არიან, ნამდვილად მირჩევნია ვიყო მათ რიგებში ვიდრე რამე სახით მათგან გამონაკლისი იმ უამრავი გამამართლებელი განაჩენების სახით, რაც აქამდე დამიგროვდა.
სასამართლოს მხრიდან შავბნელი ძალების ბრალდებების უპირობო გაზიარება კი მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ასეთი სიბრიყვით ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას, ფიქრობენ რომ ამით მიეცემათ ლეგიტიმური უფლება ღიად მიძახონ დამნაშავე, მაგრამ აქ ახალი არაფერია, ეს ხომ აქამდე ასე იყო.

ამ ორი წლის მანძილზე კი ჩემი მოტივაცია იყო შეცდომაში შეყვანილი ქართველი ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ ეს მოვახერხე.

თუ ვინმე დღეს ვერ დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ ხვალ გაიზიარებს ჩემს ურყევ შეხედულებას, დღეს სინამდვილეში მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ იმ ფორმით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩვენი ამოცანა ძლიერი ქართული სახელმწიფო და აფხაზეთში დაბრუნებაა, ყველაფერი რაც დღეს ხდება სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება, რომელშიც ჩვენ მხოლოდ გამარჯვების ვალდებულება გვაქვს და ამ გზაზე ტყვიების თუ ტანკების ძალის ციხით ჩანაცვლება არანაირი დაბრკოლება არ არის.

ხოლო სასამართლო, რომელიც დღეს იმპერიალისტური ძალების იარაღია, შეიძლება კი არის ერთგვარი უნამუსო პრობლემა, მაგრამ მასთან მიმართებაში ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი რეგიონის XX საუკუნის ერთერთი პროგრესული ლიდერის შეხედულება გავიზიაროთ, რომლის მიხედვით თუ უსამართლოდ გექცევა სასამართლო ეს შენი ბრალია, ხოლო ამ უსამართლობის გამომწვევი მიზეზების და მისი აღმსრულებლების გამოსწორებაც შენი ვალია, თავისუფალი მოქალაქის.

საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს სოხუმში დაბრუნებაზე, ვერც რუსული ტანკები და ვერც საქართველოს მოღალატე პოლიტიკოსთა მთელი არმია. წინ მხოლოდ აფხაზეთი იქნება!“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42