საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი სოციალური ქსელის მეშვეობით, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილ დღევანდელ განაჩენს ეხმაურება.
„იცოდეს ყველამ: ბაჩო ახალაიას დღევანდელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ღია პუტინისტისა და რუსეთის თვითლუსტრირებული აგენტის ტრისტან წითელაშვილის (სხვა ყველაფერთან ერთად, მაგალითად, ყირიმის რუსეთის მიერ ანქსიის მხარდამჭერი მიტინგის ჩამტარებლის), წამებით მოკლული დამსახურებული ოფიცრის, შალვა თათუხაშვილისთვის ამ წამების შედეგად გამოძალული და პრესკონფერენციიდან გატაცებული მოწმის გორგაძის ჩვენებების საფუძველზე. დანარჩენი რამდენიმე მოწმე უკლებლივ ყველა რამდენჯერმეა ნასამართლევი - ზოგი ყაჩაღობაზე და ზოგი ციხიდან გაქცევაზე და ა.შ.
აღნიშნულის გათვალისწინებით ბევრი „ანალიზი“ არ უნდა იმას, რომ მოსამართლე გატყდა. მასზე ზეწოლა გააათკეცა საქმის სისუსტემ და ევროსაბჭოს რეზოლუციამ, სადაც დაფიქსირდა ბაჩოს არაკონსტიტუციური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა.
კანონიერი ქურდებისა და ორგანიზებული დანაშაულის ამ ქვეყანაში დამარცხებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერების ავტორის პუტინისტების, გარდაცვლილი ადამიანისა და კრიმინალების ჩვენებებზე დაყრდნობით ციხეში გამოკეტვა თავისთავად წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმის დიაგნოზს. დიაგნოზი კი საბოლოოა და მკურნალობას არ ექვემდებარება“,- წერს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






