მოხვედი? - დაალაგე! - მოროშკინას ხელისუფლებას
პოლიტიკა - 12:26, 22 Oct, 2014     1642

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ხელისუფლებას საბერძნეთსა და საფრანგეთში წაგებული საქმეების გამო აკრიტიკებს. მოროშკინა მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოხდეს მთავარი პროკურატურის რიგების გადახედვა.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს დათა ახალაიას საქმემ, ანუ რაც მოხდა საბერძნეთში. ეს უკვე მეორე ჩავარდნაა საფრანგეთში კეზერაშვილის საქმის შემდეგ. „ნაციონალებმა“ აქაც დახარჯეს დიდი ფული, საბერძნეთის სასამართლოში. კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იყო მომზადებული პროკურატურა და ანალოგიური მოხდა საბერძნეთშიც. როცა პროკურატურა ამდენ საქმეს აგებს, მისი რიგებიც უნდა გადაიხედოს.“ნაციონალების“ შავი ფული ტრიალებს და ხმარდება ასეთი საქმეების მოგებას. პროკურატურაში დევს ათასობით პატიმრის ჩვენება ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ, ვინმე ამას კითხულობს?“,- აცხადებს მოროშკინა.

სხვათაშორის, მე დავაკვირდი და აღმოჩნდა, რომ დასვენების დღეებში ხელისუფლება საერთოდ გაჩერებულია, „ნაციონალები“ კი ინფორმაციას ინფორმაციაზე ავრცელებენ, ახალი თუ არ აქვთ, ძველს ავრცელებენ, არ ჩერდებიან.

სამუშაო დღეებში ხელისუფლება რას აკეთებს? არავინ არ მუშაობს საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ახლა, ალბათ შეუძლებელია იმ მკვლელობებისა და პედოფილების დაპატიმრება, ვინც მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა, მაგრამ მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი. მე არ ვიცი, უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ ესენი ამზადებენ სისხლიან დღეებს და მერე შეწუხებული ხალხი რა ჭკუაზე დადგება, არავინ იცის. პრინციპში, საზოგადოებისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის მიერ დავალებულ-დაქირავებული მკვლელები შეაწუხებენ, თუ სხვა სახის კრიმინალები, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება აგებს პასუხს. უნიათობა და გულგრილობა იგივე დანაშაულს უტოლდება, რასაც „ნაციონალები“ სჩადიან. იმის გამო, რომ ყოფილი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას ურევს, დღევანდელ ხელისუფალს შეღავათი ვერ ექნება. მოხვედი? ახლა ნება იბოძე და ქვეყანა დაალაგე“, - განაცხადა მოროშკინამ „ალიასთან“ საუბრისას.

წყარო: გაზეთი „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42