საქალაქო სასამართლოში ე.წ ნავთლუღის სპეცოპორაციის საქმეზე ბრალდებულების განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ცოტა ხნის წინ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა, რამაც პროცესის დამსწრეთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში პროცესზე დამსწრეთა უმრავლესობას გამოხატული ოვაციების გამო, დარბაზი დაატოვებინეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახურმა დარბაზის ერთ მხარეს სრულად დაატოვებინა პროცესი. რაც შეეხება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას, დარბაზის იმ ნაწილმა, რომელიც გამოცხადებას ესწრებოდა, განაჩენი გააპროტესტა და სასამართლო დარბაზი დატოვა. გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს ჰოლშიც, სადაც ამ დრომდე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები






