ევრობანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 10:57, 22 Oct, 2014     1264

„აწარმოე საქართველოში“ მხარდასაჭერად, ადგილობრივი მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.

მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, ევრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ტექნიკური დახმარებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რათა მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის სტიმულირება, მეწარმეობის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის გაუმჯობესება, ინოვაციების დანერგვა და ახალი ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.

ევრობანკი ხელს შეუწყობს ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებისთვის მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას და ცალკეულ საწარმოებს დაეხმარება ადგილობრივ კონსულტანტებთან ურთიერთობის დამყარებაში. ევრობანკი ასევე განახორციელებს ბაზრის განვითარებისკენ მიმართულ ქმედებებს, მაგალითად ადგილობრივი კონსულტანტების, მცირე და საშუალო ბიზნესმენების გადამზადებას და მათი პოტენციალის განვითარებას.

„მახარებს, რომ დღეს ახალ ინიციატივას ეყრება საფუძველი. ეს არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალება ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - მეწარმეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში. რეალური სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი და მზარდი ეკონომიკის ხერხემალია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა დარგობრივი პოლიტიკის სფეროში დიალოგის გზით. ამდენად, გვსიამოვნებს მათთან წარმატებული გუნდური მუშაობის გაგრძელება ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ევრობანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომამდგენლობების რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

მემორანდუმი, რომელსაც ხელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოაწერეს, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს განსაზღვრავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42