საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას განაჩენს დღეს გამოუტანენ.
დაცვის მხარის შეფასებით ბრალდებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტები. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ბაჩო ახალაიას გამოძიება გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება.
ანი ნადარეიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსამართლე არ დაემორჩილება იმ ზეწოლას, რომელიც მასზე ხორციელდება და იხელმძღვანელებს იმ პრინციპებით, რომელიც ნორმალურ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს.
დღესვე იმსჯელებენ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზეც. ბაჩო ახალაიას სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს.
მასალის გამოყენების პირობები






