ანი ნადარეიშვლის ამ განცხადებას ეკა ბესელიამ უპასუხა:
„რატომ ისარგებლა ამნისტიის კანონით ვანო მერაბიშვილმა? რატომ ისარგებლა თუ არ მოსწონს ახალაიამ? ამ მუხლით რომ ვინმე გასამართლებულიყო 40 წლიან სასჯელს მიირებდნენ. ამ ამნისტიის კანონით ისარგებლა მერაბიშვილმა და შეეძლო უარი ეთქვა. ეს არის დღევანდელი სასამართლო, იმ სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც ერთი კილო პურის ფქვილისთვის, დიდ სასჯელს აძლევდა ქალს. ეს ჰუმანურობა მინდა ყველამ იგრძნოს საკუთარ ტავზე რას ნიშნავს, ჩვენ ისე არ ვექცევით ადამაინებს, როგორც წინა ხელისუფლება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას ამ განცხადებას ანი ნადარეიშვილმა უპასუხა, მისი თქმით, ბაჩო ახალაიას ამნისტიის კანონით არ უსარგებლია. ნადრეიშვილმა ეკა ბესელიას ბარბარე რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეები შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მასზე არ საუბრობს. ანი ნადარეიშვილმა ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ადამიანის უფელბათა დაცვის კმიტეტის წევრი, უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ მოუწოდა, მაშინ როცა ის ბაჩო ახალიას მიმართ წაყენებულ იმ ბრალდებებზე საუბრობდა, რომლის მტკიცებულებებიც, ნადარეიშვილის თქმით, არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






